ევროკომისია - შენგენის ზონის გაუქმება დასავლეთის ქვეყნებს მილიარდობით დოლარით დააზარალებს

ევროკომისია - შენგენის ზონის გაუქმება დასავლეთის ქვეყნებს მილიარდობით დოლარით დააზარალებს

მიგრაციული კრიზისის გამწვავების ფონზე, ევროკომისია ევროკავშირს აფრთხილებს, რომ შენგენის ზონის გაუქმების შემთხვევაში დასავლეთის ქვეყნები მილიარდობით დოლარით დაზარალდებიან.

ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ შენგენის ზონის დაშლა მის წევრებს 18 მილიარდამდე ევრო დაუჯდება. გარდა ამისა, სასაზღვრო კონტროლის დაწესების შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნებს 7,1 მილიარდი ევროს გამოყოფა მოუწევთ.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ შენგენის ზონის გაუქმების შემთხვევაში დაზარალდება სატრანსპორტო და ლოგისტიკური დარგები, ასევე შრომის ბაზარი. ხოლო სავიზო რეჟიმის დაწესება ტურიზმის დარგს წელიწადში 10-დან 20 მილიარდამდე ევროთი დააზარალებს.

ამასთანავე, ბრიუსელმა და ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს საბერძნეთს, გააქტიუროს ძალისხმევა მიგაციული კრიზისის გადაწყვეტისა და საზღვრების დაცვის საკითხში.

კერძოდ, ევროკომისია მიიჩნევს, რომ კრიზისის გამწვავებას ხელს უწყობს საბერძნეთში მიგრანტთა მიღებისა და რეგისტრაციის ცენტრების ნაკლებობა.

ევროკავშირის მონაცემებით, გასულ წელს საბერძნეთში ჩასული 800 000 მიგრანტიდან მოხდა მხოლოდ 16 000 მათგანის დეპორტაცია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა