ლევან გაჩეჩილაძე საჯარო რეესტრს უჩივის

ლევან გაჩეჩილაძე საჯარო რეესტრს უჩივის

ლევან გაჩეჩილაძე საჯარო რეესტრს უჩივის. როგორც "ინტერპრესნიუსს" გაჩეჩილაძეების ადვოკატმა, ირაკლი კორძახიამ განუცხადა, იგი საჩივარს ამზადებს, რომელსაც რეესტრში დღეს შეიტანს.

ადვოკატის თქმით, საჩივრის მოთხოვნაა გაუქმდეს ის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შეჩერებულია ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირების პროცესი.

საჯარო რეესტრმა "მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ, ტელეკომპანიის დირექტორად არჩეული ლევან გაჩეჩილაძის თანამდებობაზე დარეგისტრირების პროცესი გუშინ შეაჩერა.

ამის საფუძველი გახდა კრების მიერვე გათავისუფლებული ბაია გადაბაძის განცხადება, რომლითაც მან საჯარო რეესტრს მიმართა.

ბაია გადაბაძემ განცხადებით მოითხოვა, რომ გაჩეჩილაძის რეგისტრაციის პროცესი შეჩერდეს, მანამ სანამ სასამართლო არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას კრების ოქმის გაუქმების მოთხოვნით შეტანილ სარჩელზე.

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის პროცესი შეჩერდა და სასამართლოს გადაწყვეტილების წარსადგენად გადაბაძეს 30-დღიანი ვადა განესაზღვრა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ