ჟურნალისტის ემოციური მიმართვა მიშა მესხს: "ოდესმე თუ ამ პოსტს წაიკითხავ, სანამ მე შემაგინებ ჯერ შენს დედას ჩახედე თვალებში"

ჟურნალისტის ემოციური მიმართვა მიშა მესხს: "ოდესმე თუ ამ პოსტს წაიკითხავ, სანამ მე შემაგინებ ჯერ შენს დედას ჩახედე თვალებში"

ჟურნალისტი მაგდა ბეჟანიშვილი სოციალური ქსელით მსახიობ მიშა მესხს მიმართავს: "მიშა მომითაგეთ რა მესხი. მიშა გამარჯობა! მე მაგდა ვარ. ისეთი არავინ. არც მიცნობ. ალბათ, გკიდია ახლა რასაც დავწერ, მაგრამ მაინც. მთელი საზოგადოება გკიდია და ეს დასკვნაც აქედან გამოვიტანე, რომ მე არ ვიქნები ის პირველი ადამიანი, ვინც რაიმე საინტერესოს იტყვის შენზე. მე არ გიცნობ. არ ვიცი როგორი ხარ და რა შეხედულებები გაქვს. არც ის ვიცი დედაშენი როგორი ქალია. რას ნიშნავს საერთოდ შენთვის მისი არსებობა ამ ქვეყნიერებაზე. არაფერი არ ვიცი.

ამ ფოტოზე კი მე და დედა ვართ. ეტლით კი ნათიაა. ჩემი ნათლული, ამაზეც დავწერ ოღონდ ჯერ დედაჩემზე მოგიყვები.

ეს ქალი, რომელიც დედაჩემია და რომელსაც უკვე მეორედ მაგინებ, ზედმეტი ინფორმაციისთვის, რომ იცოდე გმირია! სამ წლამდე ვუყურებდი თვალებში. ბოლოს არც მახსოვს როგორი გამოხედვით მიღიმოდა.სამი წლიდან დღემდე დედაჩემი წელში გამართული და თავ აწეული მიდგას გვერდში და ცდილობს ყოველ დღე გამზარდოს. მასწავლის თუ როგორები ვართ ადამიანები და როგორი უნდა ვიყო მე.

მიშა! დედას თვალებიდან ვარსკვლავები ამოსდის, როცა ბედნიერია. იცი ერთად რამდენი რამ გამოვიარეთ?რთული ოპერაციები, საშინელი საზოგადოება, ჩემი დეპრესიები, ბოლოს უმამობა, უქმრობა და ასე შემდეგ.13 წლის ვიყავი მამა, რომ დამეღუპა. მე თბილისში ვსწავლობდი. მალე ჩემი დაც ჩაირიცხა უნივერსიტეტში.დედა უმუშევარი დარჩა და თვალებში ვარსკვლავებიც ნელნელა უქრებოდა. მხოლოდ ჩემი პენსია გვქონდა.არ მახსოვს ეს 60 ლარი იყო თუ 70. სადღაც ას ლარამდე მერყეობდა. სკოლაც დავამთავრე, მუსიკალურიც, ჩემმა დაიკომ უნივერსიტეტიც და დღეს ორივე ვმუშაობთ.

დედას კი ხშირად ამოსდიან თვალებში ვარსკვლავები მიშა! ერთი წამით არ მივუტოვებივართ დედას. არც მაშინ მიმატოვა როცა მშობლების 80 პროცენტი ან იქნებ უფრო ცოტაც მიატოვებდა შვილს. მიდის დედა და მხრებით მიმათრევს. გიყვები ძალიან მსუბუქ და ცოტა ამბავს.

ეს გოგონა კი როგორც გითხარი ნათიაა. ჩემი ნათლული. სამი წლის იყო ბებიამ რომ მიატოვა და სენაკის ბავშვთა თავშესაფარში აღმოჩნდა. მას ცერებრალური დამბლა დაუდგინეს. შვიდი წლის იყო პირველად ჩემმა მეზობელმა რომ იშვილა და თელავში ჩამოიყვანეს. იცი რა პატარა და მოუვლელი იყო? პირველად რომ ტელევიზორი დაინახა ყუთი ეგონა. ჩაურთეს და გული წაუვიდა ადამიანებს რა უნდათ ყუთშიო. შეეშინდა.ოთხი წლის მანძილზე ისე არ ჩამოვიდოდი თბილისიდან, რომ არ მენახა და არ მეთამაშა მასთან.

მერე მისი დედობილი იზა დეიდა ავად გახდა და მალევე გარდაიცვალა. მას მეუღლე და ერთი ბიჭი ყავდა. ნათიას ისევ უკან აბრუნებდნენ, როცა დედამ და მამამ გადაწყვიტეს, რომ ჩვენთან გადმოეყვანათ და ნათიას ადამიანური ცხოვრება გაეგრძელებინა. 2005 წლის 13 მარტს დედაჩემი სხვისი შვილის დედა გახდა და ზუსტად ერთ თვეში 2005 წლის 13 აპრილს მამა გარდამეცვალა. ნათიამ მეოთხედ დაკარგა მშობელი. პირველად საკუთარი დედა და მამა, მერე იზა დეიდა და ბოლოს მამაჩემი. ცხრა წელი ერთად ვიცხოვრეთ და ახლა დუშეთში ცხოვრობს თავშესაფარში. ეს სახელმწიფო პროგრამა იყო და კანონმა ასე მოითხოვა. დედაჩემი წელიწადში რამდენჯერმე ჩადის ნათიასთან და ჩვენთანაც ხშირად ჩამოგვყავს.

გაგრძელება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს