საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის, ინტელექტ-კლუბის წევრის დავით ჭოჭუას გარდაცვალებამ მთელი საქართველო აალაპარაკა. 33 წლის მოაზროვნის მოულოდნელი გარდაცვალების ამბავს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ტრაგიკულ შემთხვევას ასობით ადამიანი გლოვობდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
დავით ჭოჭუა 2015 წლის 17 დეკემბერს დაკრძალეს. დათო სულ ოთხი თვის დაქორწინებული იყო... მას ახალგაზრდა მეუღლე დარჩა, რომელიც შვილს, გოგონას ელოდება...
14 თებერვალს, ვალენტინობას ნინჩო საღინაძემ გარდაცვლილი მეუღლის სახელით საჩუქარი მიიღო... ულამაზესი ვარდების თაიგულის ფოტო ჭოჭუას ორსულმა მეუღლემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე განათავსა: "With love, from David" (სიყვარულით დავითისგან) ვკითხულობთ ბარათზე... საჩუქარი ნინჩოს დათოს დამ, თეა ჭოჭუამ გაუკეთა.
ასევე წაიკითხეთ: "ყველაფერს დავთმობ ოღონდ კიდევ გაკოცო"
"რატომ არ დაელოდე პატარას, რომელიც სხვებისგან შეიტყობს რა ჭკვიანი მამიკო ჰყავდა"