BBC-ის ვიდეო-რეპორტაჟი "ალი და ნინოს" შესახებ - "ეს გიჟური თავგადასავალი იყო უცნობ სამყაროში"

BBC-ის ვიდეო-რეპორტაჟი "ალი და ნინოს" შესახებ - "ეს გიჟური თავგადასავალი იყო უცნობ სამყაროში"

BBC-ზე ფილმ "ალი და ნინოს" შესახებ ვიდეო-რეპორტაჟი გავიდა. ბრიტანული სურათის რეჟისორი ასაფ კაპადია არხს ფილმის გადაღების პროცესის შესახებ მოუყვა. "ალი და ნინო" ცოტა ხნის წინ ამერიკულ კინოფესტივალ "სანდენსზე" აჩვენეს. კაპადია რეპორტაჟში საუბრობს ფილმის სიუჟეტის შესახებ, რომელიც კავკასიაში ვითარდება.

"დღეს ეს რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია იმის ფონზე, თუ რა მოვლენები ვითარდება მსოფლიოში. აქ აღმოსავლეთი ერწყმის დასავლეთს, ევროპა - აზიას, ისლამი - ქრისტიანობას. საოცარი ადგილია. ეს გიჟური თავგადასავალი იყო უცნობ სამყაროში", - განაცხადა რეჟისორმა.

ფილმის სცენარისტი ბრიტანელი ნოველისტი კრისტოფერ ჰემპტონია, თუმცა სცენების დიდი ნაწილი უცვლელად გადაიღეს. რეჟისორ კაპადიას გადაღებული დოკუმენტური ფილმი "ემი", რომელიც ემი უაინჰაუსის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, ამჟამად "ოსკარზეა" წარდგენილი წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია azernews.az-ს მიხედვით.

"Ali and Nino" movie featured on BBC – Love story of a Georgian woman and Azeri man

"მეუბნებიან, რომ პუტკუნა ბავშვებს, ვისაც ტკბილეული უყვარს, ელვირს ეძახიან..." - როგორ მოირგო ნიკა ქავთარაძემ ჩცდ-ს ყველაზე სკანდალური როლი?

“ადგილი, სადაც გართობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში იქნება შესაძლებელი”,- Eclectik Space პირველ სტუმრებს 7 აგვისტოს უმასპინძლებს!

საბერძნეთში ყველაზე სექსუალური ქართველის ცხელი ფოტოსესია - 42 წლის თამთა გოდუაძე იდეალურად გამოიყურება