"საგაზაფხულოდ ევროპულ და ამერიკულ ავტომობილებზე ფასები გაიზრდება"

"საგაზაფხულოდ ევროპულ და ამერიკულ ავტომობილებზე ფასები გაიზრდება"

საქართველოში იმპორტირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა შემცირდა. ავტოდილერებს ჯერჯერობით უჭირთ სტატისტიკაზე საუბარი, თუმცა, მყიდველთა რაოდნეობის კლება მათი თქმით, თვალშისაცემია. რაც შეეხება ფასებს, როგორც "ჯორჯიან იმპორტის" წარმომადგენელმა ALLNEWS-თან საუბარში აღნიშნა, ცვლილება ამ მხრივ ბოლო პერიოდში საგრძნობი არაა.

"იმპორტირებულ ავტომობილებზე ჯერჯერობით ფასები იგივე რჩება. წესით უნდა გაძვირებულიყო, მაგრამ რადგან მყიდველთა რაოდენობა ძალიან მცირეა, ფასების გაზრდაც არ მომხდარა. ვფიქრობთ, საგაზაფხულოდ ევროპულ და ამერიკულ ავტომობილებზე მოთხოვნა და ფასებიც გაიზრდება.

რუსთავის ავტომობილების ბაზრობაზე მეზობელი ქვეყნებიდან მომხმარებლის 80% ადგილობრივი რეგულაციების გამო, ისედაც აღარ ჩამოდიოდა. დღევანდელი მდგომარეობით კი მანათის გაუფასურების შედეგად, აზერბაიჯანელ მყიდველთა წილი დაახლოებით 2-3% ია", -განაცხადა "ჯორჯიან იმპორტის" წარმომადგენელმა. იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია