რამ გამოიწვია ძლიერი ნისლი თბილისში - სინოპტიკოსების კომენტარი

რამ გამოიწვია ძლიერი ნისლი თბილისში - სინოპტიკოსების კომენტარი

თბილისში ძლიერი ნისლი კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში შენარჩუნდება, შემდეგ კი ხილვადობა გაუმჯობესდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, გამოდარება დაახლოებით 12:00 საათის შემდეგ არის ნავარაუდევი.

ვიდეო| რა ხდებოდა თბილისის აეროპორტში ძლიერი ნისლის გამო

"ამ პერიოდს - როცა კასპიის ზღვიდან ვრცელდება ცივი ჰაერის მასა, ნისლი ყოველთვის ახასიათებს. თბილისში 100 %-იანი სინოტივეა, თბილ ჰაერთან ურთიერთქმედება კი ქმნის ხელსაყრელ პირობებს იმისთვის, რომ ნისლი წარმოიქმნას. ეს ამ პერიოდში იშვიათი მოვლენა არ არის, თუმცა დღეს ნისლი დიდხანს არ გაგრძელდება, დღის პირველ ნახევრამდე, დაახლოებით 12:00 საათამდე იქნება, ამის შემდეგ კი თანდათან შესუსტდება და ხილვადობა გაუმჯობესდება. დღის მეორე ნახევრიდან გამოვა ამინდი", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ დაგეგმილი ათამდე რეისი ვერ შესრულდა, მათ შორის, ცუდი ხილვადობის გამო აეროპორტმა ვერ შეძლო იმ თვითმფრინავის მიღება, რომლითაც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა ჩამოფრენილიყო.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია