"კარგად ესმოდა, რომ თვით თეატრი არის ნანგრევი, ბზარები და ნაგავი!" - დათა თავაძე იზა გიგოშვილს იხსენებს

"კარგად ესმოდა, რომ თვით თეატრი არის ნანგრევი, ბზარები და ნაგავი!" - დათა თავაძე იზა გიგოშვილს იხსენებს

რეჟისორი დათა თავაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე სამეფო უბნის თეატრის დამაარსებელს, მსახობ იზა გიგოშვილს პოსტს უძღვნის. მსახიობს 16 თებერვალს 80 წელი შეუსრულდებოდა!

"იზა 80-ის გახდებოდა დღეს. უბრალოებისა და ამავე დროს თეატრისადმი იმხელა ფანატიზმის მაგალითი დაგვიტოვა ყველას, რომ უკან დასახევი არ გვაქვს. შემაძრწუნებელი, საშიში და უკომპრომისო იყო მისი ვნება თეატრისადმი და ეს იმხელა გაკვეთილია მითუმეტეს დღეს ამ პრანჭვისა და თითიდან გამოწოვილი "წარმატებული" პროცესების ფონზე ქართულ თეატრში, რომ არ ვიცი ოდესმე თუ შევძლებთ ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ მის ყველაზე მცირე ჩანაფიქრებსაც კი, იმდენად თავზეხელაღებული იყო ყველა წამოწყებაში. სამეფო უბნის თეატრი, როგორც მოვლენა არის ამის მაგალითი - ნანგრევი (!), ნაგავსაყრელი, რომელიც თეატრად გადააქცია, რადგან ის იყო ერთადერთი, ვისაც ძალიან კარგად ესმოდა, რომ თვით თეატრი არის ნანგრევი, ბზარები და ნაგავი! ესმოდა, რომ თეატრი იხმობს წარსულს აწმყოში და აფრთხილებს სამომავლოდ და ეს სამივე დრო ერთიანდებოდა ჩვენი თეატრის ყოველ კონცეფციაში დაარსების წამიდან დღემდე! ისე როგორც არასდროს ვამაყობ მისით, მისი განხორციელებული და განუხორციელებელი იდეებით! ვამაყობ და მშურს! გილოცავ დაბადების დღეს!".

"ფემინისტთა სახლში ხომ არ ერევა ეს ღირსეული სასახლე" - ბესო ზანგური თამთა ინაშვილს პასუხობს და წერს, რომ დაწყებული კამპანია სტურუას წინააღმდეგაა მიმართული

"გურამ ჩალაგაშვილი დიდი ჯიპიდან გადმოვიდა და თავისი დიდი ტორით ისეთი სილა გამაწნა, რომ კინაღამ ბავშვი ხელიდან გამივარდა... არ გაეკაროთ მაგ მოძალადეს" - რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი

"აღმოვჩნდით წამყვანის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობისა და შეურაცხყოფის მსხვერპლები" - "ფარულ კონვერტს" პროდიუსერები ტოვებენ