"სანამ სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკუთრების განსხვავებას არ ვისწავლით, არაფერი გვეშველება" - გიგი თევზაძე

"სანამ სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკუთრების განსხვავებას არ ვისწავლით, არაფერი გვეშველება" - გიგი თევზაძე

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიგი თევზაძე კულტურის სამინისტროს შესახებ გიორგი ქადაგიძის განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"ძალიან ბევრი განრისხებული პოსტი წავიკითხე ქადაგიძის მიერ კულტურის სამინისტროს შესახებ ნათქვამის მიმართ. ამჯერად მხოლოდ ერთი რამე მინდა ვთქვა: ის, რასაც ეს განრისხებული პოსტები იცავენ, არის საბჭოთა კავშირის მიერ დადგენილი წესი, რომ კულტურის ორგანიზაციები სახელმწიფოს საკუთრებაა და ამიტომ, სახელმწიფომ უნდა მართოს: ეს წესი მაშინ დადგინდა, როდესაც კომუნისტებმა საზოგადოებრივი საკუთრების ნაციონალიზაცია მოახდინეს (მწერალთა და სხვა კავშირების, უნივერსიტეტის, სკოლების საკუთრების).

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვცდილობთ დავრჩეთ საბჭოთა მემკვირდეობაში და ამავე დროს, კარგი საქმე ვაკეთოთ. ცხადია რატომ - სხვანაირი ცხოვრების გამოცდილება არ გვაქვს. როდესაც საზოგადოების საკუთრება საზოგადოებას დაუბრუნდება, მაშინ კულტურის სამინისტროს საჭიროებაც აღარ იქნება.

იმათ გასაგონად, ვინც ამ შემთხვევაში კულტურის კვდომას ვარაუდობს: ამის მერე უფრო მეტი და მრავალფეროვანი დაფინანსება გამოჩნდება. სახელმწიფოსაც არავინ შეუშლის ხელს საზოგადოებრივი ორგანიზაციები დააფინანსოს.

ანეკდოტური გამოთქმის პერიფრაზი რომ გავაკეთო: სანამ სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკუთრების განსხვავებას არ ვისწავლით, არაფერი გვეშველება.

შეგახსენებთ, გუშინ გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას გიორგი ქადაგიძემ სამინისტროების შემცირების საჭირობაზე ისაუბრა:

"კულტურის სამინისტრო, რომელიც არის პრაქტიკულად საბჭოთა გადმონაშთი. თუ ჰოლანდიას არ აქვს კულტურის სამინისტრო - ვერ ახერხებს ჰოლანდია საკუთარი კულტურის პროპაგანდას? თავისუფლად შესაძლებელია სამინისტროების რაოდენობის განახევრება, ეს ჩვენ მოგვცემს დაზოგილ ასობით მილიონ ლარს და სულ რომ არაფერი გავაკეთოთ ამ თანხით და შევამციროთ სახელმწიფოს ბიუჯეტის დეფიციტი, ჩვენ პრაქტიულად გავალთ ძალიან ჯანსაღ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე", - განაცხადა ქადაგიძემ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს