"თოფაძის განცხადებები კოალიციის იმიჯისთვის დამაზიანებელია" - ვოლსკი თოფაძეს ურჩევს "კომენტარები შეარჩიოს"

"თოფაძის განცხადებები კოალიციის იმიჯისთვის დამაზიანებელია" - ვოლსკი თოფაძეს ურჩევს "კომენტარები შეარჩიოს"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მმართველი გუნდის წევრ გოგი თოფაძეს ურჩევს, "კომენტარები შეარჩიოს". ამის შესახებ ვოლსკიმ პარლამენტში მომხდარი დღევანდელი დაპირისპირებისა და გოგი თოფაძის მხრიდან თინა ხიდაშელის მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

"ბატონი გოგის განცხადება კურსთან, არჩევნებთან დაკავშირებით, არათუ ადეკვატურია, არამედ დამაზიანებელია მთლიანად კოალიციის იმიჯისთვის. ამიტომ, ვთხოვ მედიის მეშვეობით და პირადადაც ვეტყვი, რომ შეარჩიოს ის კომენტარები, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ასეთ მნიშვნელოვან, წინასაარჩევნო პერიოდში. არჩევნები (საგარეჯოში) ჩატარდა კოალიციურად და არჩევნებზე გაყალბება არ არის დადასტურებული არც ერთ დონეზე", - განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტში დეპუტატები ზურაბ ტყემალაძე, გოგი თოფაძე და დავით ბერძენიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება დავით ბერძენიშვილის მიერ სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია. ბერძენიშვილმა თოფაძის მიერ ბოლო პერიოდში თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები არასახელმწიფოებრივად მიიჩნია. მმართველი გუნდის წევრები მანდატურებმა გააშველეს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."