საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • EVENTS
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • გზა
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მსუბუქი ყოფაქცევის 10 ცნობილი ქალი, რომლებმაც მსოფლიო ისტორიაში სახელი დაიმკვიდრეს

05:19 / 19-02-2016

როდესაც ისეთ ისტორიულ პიროვნებებზე, როგორებიცაა მეფე ლუდოვიკო XV, იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი და მეფე კარლ II, ბევრი რამ არის ცნობილი, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ამ გამოჩენილი მამაკაცების ზურგს უკან მათი საყვარლები იდგნენ, რომლებიც ხშირად მათი მრჩევლები და შვილების დედებიც იყვნენ. ამ ქალებმა, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ჰყიდდნენ სიყვარულს, სამუდამოდ დაიმკვიდრეს თავი ისტორიაში. ცნობილი საყვარლები თავის დროზე განათლებული ქალები იყვნენ, მხატვრები, მსახიობები და მკვლევარები. მათი ცხოვრება საიდუმლოებებითა და ინტრიგებით იყო აღსავსე, მამაკაცები კი მათ გამო ყველაფრისთვის იყვნენ მზად...

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ფრინა

კურტიზანი ქალი, რომლის სილამაზით ტკბობა დღემდე შესაძლებელია სახვითი ხელოვნების მუზეუმებში. ძველი საბერძნეთის ლამაზმანი ფერმწერ აპელესისთვის და სკულპტორ პრაქსიტელესთვის პოზირებდა, რომელმაც პირველმა გადაწყვიტა სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე შიშველი გამოესახა. ფრინა იმდენად მდიდარი ქალი იყო, რომ სურდა საკუთარი სახსრებით ალექსანდრე მაკედონელის მიერ დანგრეული თებეს კედლის აღდგენა. მაგრამ, როგორც იმ დროის მსუბუქი ყოფაქცევის ქალების უმეტესობა, ფრინაც არ უყვარდათ და განსჯიდნენ. ერთხელ, ის სასამართლოს წინაშეც წარსდგა, რათა თავისი სიმართლე დაემტკიცებინა: სრულიად შიშველმა მოახდინა საკუთარი სილამაზის დემონსტრირება. ფრინა გაამართლეს, რადგან ბერძნებს სწამდათ, რომ ასეთი მშვენიერი სხეულის მქონე ქალბატონს, ტყუილის თქმა არ შეეძლო.

ვერონიკა ფრანკო

ვერონიკა აღორძინების ხანის ერთ-ერთი ცნობილი ვენეციელი ქალი გახლდათ - ძალიან განათლებული პოეტი, რომლის ნამუშევრებს მისსავე სიცოცხლეში აქვეყნებდნენ. ვერონიკამ კურტიზანელი ქალებისა და მათი შვილების დახმარების ფონდი შექმნა. მის საყვარლებს შორის საფრანგეთის მეფე ანრი III იყო. ვერონიკა ვენეციის პრესტიჟულ სალიტერატურო წრეებში მიღებული ქალბატონი გახლდათ, მეგობრობდა ფილოსოფოსებთან და მწერლებთან. ვენეციაში შავი ჭირის გავრცელების შემდეგ სასამართლოში წარსდგა ჯადოქრობის ბრალდებით, მაგრამ ისე მჭევრმეტყველურად და დამაჯერებლად იცავდა თავს სხდომებზე, რომ გაამართლეს.

მადამ დიუბარი

მადამ დიუბარი საფრანგეთის სამეფო კარისთვის ცნობილი იყო, როგორც ლუდოვიკ XV-ს ოფიციალური ფავორიტი. მარი დიუბარიმ, ან მარი ბეკუმ, პარიზში სახელი კურტიზანობით გაითქვა და უამრავი არისტოკრატის ყურადღება მიიქცია. სწორედ მაშინ შენიშნა საფრანგეთის მეფემ ქალი. მარი სასწრაფოდ მიათხოვეს ერთ-ერთ დიდგვაროვანს, რათა მისთვის სამეფო კარი მუდმივად ღია ყოფილიყო. ლუდოვიკ XV-ს სიკვდილის შემდეგ მარი მონასტერში გაამწესეს, შემდეგ კი, რევოლუციის დროს, პარიზში გილიოტინაზე სიკვდილით დასაჯეს.

სალი სელისბერი

სალი სელისბერი XVIII საუკუნეში ლონდონის ყველაზე პოპულარული მეძავი იყო. ის ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში მუშაობდა პრივილეგირებულ ბორდელში არისტოკრატებისთვის. ცნობილი იყო სილამაზით, იუმორის გრძნობითა და ფეთქებადი ხასიათით, რისთვისაც მიეზღო კიდეც: ერთ-ერთი კლიენტი ოპერის ბილეთების გამო დანით მოკლა, ამის გამო ციხეში ჩასვეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.

ნელ გვინი

ნელ გვინი ინგლისის მეფის კარლ II-ის ცნობილი ფავორიტი იყო, რომელმაც მას 2 შვილი გაუჩინა. ყმაწვილობაში ნილი ფორთოხალს ყიდდა თეატრში, რის მერეც თეატრალური ხელოვნება შეუყვარდა. ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მსახიობი გახდა, განსაკუთრებით კარგად გამოსდიოდა კომიკური როლები.

კორა პერლი

ემა ელისაბედ კრაუჩი ლონდონში XIX საუკუნეში დაიბადა, საფრანგეთში პანსიონში სწავლობდა, განათლებული და კარგად აღზრდილი გახლდათ. მას მერე, რაც უცნობმა მამაკაცმა ლონდონში გააუპატიურა და ამისთვის ფულიც დაუტოვა, ემა შინ არ დაბრუნებულა და კურტიზანი, სახელად კორა პერლი გახდა. კორა პარიზში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მის კლიენტებს შორის იმ დროის ცნობილი არისტოკრატი მამაკაცები იყვნენ.

კეტრინ უოტერსი

XIX საუკუნეში ცნობილ ლამაზმანს, უბადლო გემოვნების მქონე და ძალზედ განათლებულ კურტიზან ქალს კეტრინ უოტერსს მთელი ლონდონი ეთაყვანებოდა. კეტრინი მოტმასნილ სამოსს იცვამდა და ჰაიდ პარკში ცხენზე სეირნობისას უამრავი ხალხი მიდიოდა მის სანახავად. მის საყვარლებს შორის იყვნენ მეფე ედვარდ VII და ნაპოლეონ III. სხვა კურტიზანებისგან განსხვავებით, მისი სიცოცხლე ტრაგიკულად არ დასრულებულა. მდიდარი კეტრინ უოტერსი 80 წლის ასაკში მშვიდად გარდაიცვალა.

ლულუ უაითი

ახალ ორლეანში წითელი ფარნის ქუჩის სტორვილის ისტორია XX საუკუნის დასაწყისში სრულყოფილი არ იქნებოდა ბორდელის მფლობელის, ლულუ უაითის გარეშე. მისი დაწესებულება ჯაზის მოყვარულების საყვარელი ადგილი იყო, სადაც მამაკაცებს სასურველ ქალთან ღამის გატარება შეეძლოთ. ლულუ უაითი ლუი არმსტრონგის სიმღერაში Mahogany Hall Stomp არის ნახსენები.

მართა ჯეინი

მართა ჯეინ კანარი ბერკი - ველური დასავლეთის ფრონტირის მაცხოვრებელი, სკაუტი, ბუფალო ბილის შოუს მონაწილე, იბრძოდა ინდიელების წინააღმდეგ. ერთ დროს ფორტ-ბრიჯერში, ვაიომინგის შტატში მეძავად მუშაობდა. მისი თანამედროვენი აღწერდნენ, როგორც ულამაზეს, შავთვალება ქალს. ბოლოს და ბოლოს ჯეინმა სხვა გზა აირჩია, მამაკაცის ტანისამოსი მოირგო, ამბობდა, რომ მისთვის ასე უფრო მოხერხებულია.

სადა აბე

სადა აბე ბავშვობიდან ოცნებობდა გეიშა გამხდარიყო და ამ ხელოვნებას იოკოგამას გეიშათა სკოლაში დაეუფლა. თუმცა, თავდაპირველად კვაზიგეიშა გახდა, რომლის მოვალეობებში მხოლოდ სექსუალური მომსახურება შედიოდა, შემდეგ კი მეძავობას მიჰყო ხელი. სადა აბე ფსიქიურად არაჯანმრთელი იყო, მას არანორმალური სექსუალური მადა ჰქონდა და მანიაკალურად ეჭვიანი გახლდათ. მასზე მთელი იაპონია ალაპარაკდა, როდესაც საყვარლის მკვლელობისთვის დააპატიმრეს - ქალმა მამაკაცი სასიყვარულო თამაშების დროს დაახრჩო, შემდეგ სასქესო ორგანო მოაჭრა და თან გაიყოლა. სადას ისტორია დროთა განმავლობაში უამრავი მისტიკური ამბებით შეივსო, მან მხატვრები, ფილოსოფოსები, მწერლები და კინემატოგრაფისტები შთააგონა...

სტატია მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

AMBEBI.GE

გაზიარება
ტეგები:
#მსუბუქი ყოფაქცევა
#ფრინა
#ვერონიკა ფრანკო
#მადამ დიუბარი
მკითხველის კომენტარები /15/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qqq
2
2
გჰაოცებული ვარ, ან ჩარჩენილი ვარ მეხუთე საუკუნეში, ან ჩემთვის გაურკვეველია ამ მეძავი ქალების ფსიქიკა,და იმ მამაკაცების გემოვნება, რა სიამოვნებაა უზნეო ქალთან წოლა, ბებია სოფელში ცნობილი მარუსა, უზნეო და ცოტა სულელიც იყო, რომ შემოვიდოდა, მეზობელს ვერ გააგდებ გარეთ ამისთვის, ჩვარი ქონდა სპეციალურად, იმ ჩვარს ძმარს ასხამდა და ისე გადაწმენდდა ხოლმე სკამს. ზიზღის გრძნობა არ არსებობს? ნუთუ ასე ადვილია სხვასთან ნაგორავებ ქალთან სიამოვნების მიღება. საწყალი პატიოსანი ქალები. მათზე არავინ არ წერს.ვის რაში ჭირდება მათი სიწმინდე და ნამუსი, ქვეყანას ხლამი და ნიაღვარი რეცხავს.
11:57 / 26-03-2018
გამოხმაურება //
zaqros dudana -s
5
1
არ გრცხვენია? ეს რა დაწერე?!
10:08 / 26-03-2018
გამოხმაურება //
zaqros dudana
72
11
გავაგრძელოთ სია, ბესელია, კობახიძე, ღუღულია მაღრაეძე,ნანაია ქურდული კაკაბაძე,
11:42 / 27-12-2017
გამოხმაურება //
მირაბელა
14
0
გზაც იქით ქონიათ.
11:42 / 27-12-2017
გამოხმაურება //
LIA
12
0
მესალინა გამოგრჩათ,ამ ათივეზე მეტად გარყვნილი იყო.
11:42 / 27-12-2017
გამოხმაურება //
???
25
1
რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II გამოგრჩათ. და შემდეგ 10 მსუბუქი ყოფაქცევის მამაკაციც ჩამოთვალეთ,თუმცა მამაკაცი ყველა "იმნაირია"
11:42 / 27-12-2017
გამოხმაურება //
temuri
20
1
მორალი: იყავი ზე მსუბუქი ყოფაქცევის წარმონაქმნი და მსოფლიო ისტორია დაგიფასებს!
11:42 / 27-12-2017
გამოხმაურება //
mata hari
14
1
მატა ჰარი გამოგრჩატ
11:42 / 27-12-2017
გამოხმაურება //
მსქროლავი ტროლი
23
1
იმთავითვე ეგა გვჭირდა ქართველებს - საკუთარს არ ვაფასებთ და ოდენ უცხოთ ვეტრფოდით ოდითგანვე.....
11:42 / 27-12-2017
გამოხმაურება //
ggg
50
4
ნაცების მხარდამჭერი მინიმუმ 50 "ქალი" გამოგრჩათ ....
11:42 / 27-12-2017
გამოხმაურება //
ნათელი მოვფინოთ, გარემოებებს
11
8
ესეიგი, თანამედროვე მსოფლიოშიც არის კურტიზანი ქალები, ანუ ასე რომ ვთქვათ "ძვირადღირებული მეძავები", იგივე სერიოზული სახელის პორნოვარსკვლავები თუნდაც, ტორი ბლეკი, საშა გრეი, სტოია, მადი ორეილი, ჯოდი ტაილორი და ასე შემდეგ

თანამედროვე კურტიზანები ანუ ძვირადღირებული მეძავები, ემსახურებიან, დიდ ელიტებს, მილიონერებს, მილიარდელებს, სხვადასხვა კორპორაციების წამყვან მენეჯერებს და დირექტორებს, სერიოზულ პოლიტიკოსებს, სამხედრო გენერალიტეტს, მოსამართლეებსა და ძალოვანებს

თქვენ კი უბრალო მასავ, იაფასიანი მეძავებით დატკბით და თავი გეგონოთ რაღაც მაგარ პიროვნებათ

თქვენ, კოლექტიურო გივი სიხარულიძეებო, მართლა გგონიათ თუ 37 მანეთიან ქალებში გაივლით სულ ეგაა

მართლა რაც მაგარია და როგორსაც მართლა გემო აქვს თქვენ ვერც მიასუნებთ იქამდე

მასა, ბრბო = წუმპეს
11:42 / 27-12-2017
გამოხმაურება //
bravo
39
0
ბეგასვილი წკრიალასვილი მოროსკინა სადახარტ. და ატასი კიდევ
11:42 / 27-12-2017
გამოხმაურება //
სიმართლე
62
3
ეკა ბესელია ყველას გადაუხურავდა.
11:42 / 27-12-2017
გამოხმაურება //
თათე
11
1
თუ გინდა რომ რაღაცით მოხვდე ისტორიაში .მოიქეცი ისე როგორც კურტიზანი ქალები.თუმცა დღეს გარყვნილების ნაკლებობა არ გვაქვს.აუცილებლად დაგიფასდებათ
11:41 / 27-12-2017
გამოხმაურება //
თათე
12
0
დღევანდელ კურტიზანებს ისტორია დააფასებს.
11:41 / 27-12-2017
გამოხმაურება //
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
18:33 / 09-04-2018
რომელია თქვენი ბედნიერი დღე და რიცხვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
19:03 / 07-04-2018
ბრედ პიტი პროფესორზეა შეყვარებული
13:56 / 06-04-2018
როდის ეცვა ქრისტე ჯვარს? - ასტროლოგები იესოს ბიოგრაფიული დეტალების შესახებ
იხილეთ მეტი
  • EVENTS
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • გზა
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია