"თუ არ მოსწონს ივანიშვილს ქეთის ნამღერი, ძალით ხომ ვერ შევაყვარებ?!" - რას ჰყვება მეგავარსკვლავის ბაბუა?!

"თუ არ მოსწონს ივანიშვილს ქეთის ნამღერი, ძალით ხომ ვერ შევაყვარებ?!" - რას ჰყვება მეგავარსკვლავის ბაბუა?!

"ქეთის ერთი თაყვანისმცემელი ჰყავს, რომელიც მასზე უგონოდ არის შეყვარებული. ქეთის კონცერტებზე ისეთ რამეებს სჩადის, ერთხელ პოლიციასაც კი დაუძახეს. მას აბრალებენ ამ ჭორის გავრცელებასაც. რას ვიზამთ, სიყვარულს ვერავის აუკრძალავ!"

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მეგავარსკვლავის, ქეთი მელუას ბაბუა ამირან მელუა გვიყვება საქვეყნოდ ცნობილი შვილიშვილის ცხოვრებაზე, ოჯახზე, გადარეულ თაყვანისმცემლებზე და იმაზეც როგორ ანებივრებს საყვარელ ბაბუას საჩუქრებით:

- ქეთი გამორჩეულად კეთილი გოგოა. ჩემს მიმართ კი უკიდეგანოდ ყურადღებიანია... ვერც მოვთვლი რამდენი მანქანა მიყიდა, ან სხვა რამდენი საჩუქარი გაუკეთებია. კვირა არ გავა, რომ არ დამირეკოს და მითხრას, - ბაბუ რაღაც გიყიდეო, - მეორე დღეს კი უკვე აგზავნის... ჩვენ ძალიან ახლოს ვართ. პატარაობისას სულ ზღვაზე დამყავდა, ყველა ჩემს მეგობარს იცნობდა და მათ ახლაც ძალიან დიდ პატივს სცემს. ჩემი აწ გარდაცვლილი მეგობრის დაბადების დღე რომ იყო, საგანგებოდ ლონდონიდან ჩამოფრინდა მხოლოდ ერთი დღით. ლონდონში ქეთისთან სამჯერ ვარ ნამყოფი. ახლახანს ორსართულიანი სახლი იყიდა, რომელიც ჯერ არ მინახავს... ქეთის მშობლები ცალკე ცხოვრობენ, მაგრამ ქეთისთან ხშირად მიდიან.

- ქეთის მეუღლესთანაც მეგობრობთ? გავრცელდა ჭორი, რომ თითქოს ერთმანეთს დაშორდნენ...

- ეს ჭორი ყოვლად უსაფუძვლოა! ქეთის ერთი თაყვანისმცემელი ჰყავს, რომელიც მასზე უგონოდ არის შეყვარებული. ქეთის კონცერტებზე ისეთ რამეებს სჩადის, ერთხელ პოლიციასაც კი დაუძახეს. მას აბრალებენ ამ ჭორის გავრცელებასაც. რას ვიზამთ, სიყვარულს ვერავის აუკრძალავ! იმ გადრეულს მეც კი ვიცნობ, მშვენიერი ახალგაზრდაა... ქეთის სხვა თაყვანისმცემლებიც ჰყავს, მაგრამ ჩემს გოგოს მეუღლე ჰყავს და ეს არავის უნდა დაავიწყდეს! მითუმეტეს ქეთი და მისი მეუღლე ერთმანეთზე გიჟდებიან! იშვიათად მინახავს წყვილი, რომელიც მართლა ერთმანეთისთვისაა შექმნილი! ქეთის მეუღლე ჯეიმსი ძალიან კარგი ბიჭია. საქართველოშიც იყო ჩამოსული... ქეთიმ კახეთში გადაიხადა დაბადების დღე, სადაც დაახლობეთ 70 სტუმარი გვყავდა. კახელებმა ძალიან დიდი პატივი სცეს. რესტორანთან ახლოს მონასტერია, ეს მონასტერი დაათვალიერებინეს... ამ ღირშესანიშნაობების ნახვით ქეითსა და ჯეიმსთან ერთად, ჩვენი სიძის მშობლებიც აღფრთოვანებული დარჩნენ. ქეთის ქმარს ვთხოვე ქართული ისწავლე-მეთქი და დამიჯერა. ცდილობს ისწავლოს, ყოველთვის ქართულად მესალმება ტელეფონზე. ისიც მუსიკოსია, თავის ჯგუფი ჰყავს და ქეთის ძმა - ზურიკოც ამ ჯგუფში უკრავს გიტარაზე და როიალზე.  წაიკითხეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია