"ჩემი და ისეთი შტერი გოგო არ არის, დღიური ეწარმოებინა სერიულ მკვლელობაზე" - პაპიძის დის პირველი კომენტარი

"ჩემი და ისეთი შტერი გოგო არ არის, დღიური ეწარმოებინა სერიულ მკვლელობაზე" - პაპიძის დის პირველი კომენტარი

მაგდა პაპიძის და ლანა პაპიძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ მასალებს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მისი და დღიურს არასოდეს აწარმოებდა, მით უმეტეს, ნონსენსია, მას "სერიულ მკვლელობაზე" გაეკეთებინა ჩანაწერები. როგორც ლანა პაპიძემ Palitratv.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა: "პროკურატურის გამოფენა ჩემთვის უცხო არ იყო, ამაზე ადრეც იყო ლაპარაკი. გამოფინეს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ჩიხშია შესული გამოძიება და ვეღარ აგნებენ გზას, საიდან რა გააკეთონ. ჩემი და ისეთი შტერი გოგო არ არის, რომ დღიური ეწარმოებინა სერიულ მკვლელობაზე, ეს დღიური ტელევიზორზე დადო. ეს არის ზღაპრები, მაგრამ მეტი გზა არ აქვთ. უნდათ, რომ ხალხში ახალი ბუნტი დაიწყონ და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ წაიყვანონ ხალხი. ნორმალურად და საღად მოაზროვნე ხალხი ამას სხვა კუთხით მიუდგება, ჯერ ერთი დაგეგმვა და შემდეგ ჩაწეროს დღიურში როგორ რა უნდა გააკეთოს? ეგ იმას მიუყარონ, ვინც დაიჯერებს", - განუცხადა "პალიტრატვ.გე"-ს ლანა პაპიძემ.

მისივე თქმით, დღიურში არსებული ჩანაწერების კალიგრაფია მისი დის კალიგრაფიას არ გავს. ამასთან, მისივე თქმით, მაგდა პაპიძის დედას დედამთილმა დაურეკა და აცნობა, რომ სახლში დღიური იპოვა: "ჯერ ერთი კალიგრაფია ჩემი დისას არ ემთხვევა. რა, დაგეგმა შვილისა და ქმრის მკვლელობა, დღიურში ჩაწერა, გამოააშკარავა და მერე თურმე ტელევიზორზე დადო? დედამთილმა იპოვა და პროკურატურას გადასცა?" - აღნიშნა ლანა პაპიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელიც მაგდა პაპიძის საქმეზე ახალ დეტალებს შეეხება. განცხადებასთან ერთად, პროკურატურა ფოტო-ვიდეომასალასა და ჩვენებებს ავრცელებს.

მოისმინეთ საუბრის აუდიოჩანაწერი

ასევე წაიკითხეთ:

პროკურატურა მაგდა პაპიძის საქმეზე შემზარავ ფოტომასალას ავრცელებს

ჩანაწერი მაგდა პაპიძის დღიურიდან: "ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. სიდენიებს გადავაფარო შავი პარკები"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ