როგორ დაითანხმა კრის ბოტიმ სტინგი თბილისში ჩამოსვლაზე

როგორ დაითანხმა კრის ბოტიმ სტინგი თბილისში ჩამოსვლაზე

27-28 თებერვალს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი გრანდიოზული კონცერტის მასპინძლობისთვის ემზადება. ფილარმონიის სცენაზე ორი ლეგენდარული მუსიკოსი - სტინგი და კრის ბოტი ქართველი მსმენელის წინაშე ორსაათნახევრიანი პროგრამით წარსდგებიან!

კრის ბოტი საქართველოს ხშირად სტუმრობს. ამერიკელი მესაყვირე SOLO-ს მეგობარი და პარტნიორია. ჩვენს ქვეყანაში სტინგის ჩამოყვანა კი, არამარტო მელომანების, არამედ შოუბიზნესში მოღვაწე კომპანიების ოცნებად იქცა.

მსოფლიოს არაერთი პრესტიჟული ჯილდოს, მათ შორის, 16 გრემის მფლობელის და საუკეთესო მუსიკოსების ასეულში მყოფი სტინგის კონცერტის ორგანიზება უზარმაზარ თანხებთან არის დაკავშირებული. "საოცნებო შეთანხმება" ერთმა ხუმრობით ნათქვამმა ფრაზამ განაპირობა, შედეგად, ლეგენდარული სტინგი საქართველოს რამდენიმე დღეში ესტუმრება. ინგლისელი მომღერალი, კომპოზიტორი, ინსტრუმენტალისტი, მსოფლიოში ცნობილი უამრავი ჰიტის შემსრულებელი საქართველოში SOLO-ს ექსკლუზიურად მისი მომხმარებლებისთვის ჩამოყავს.

როგორ დაითანხმა კრის ბოტიმ სტინგი თბილისში კონცერტი ჩაეტარებინა, რა პროგრამით წარდგებიან ლეგენდარული მუსიკოსები ფილარმონიაში და როგორ უნდა გამოიყენონ SOLO-ს მომხმარებლებმა შანსი, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ მათ მიეცათ? - ამ და კონცერტთან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე AMBEBI.GE SOLO Lifestyle-ს დირექტორს, ეკა დუჩიძეს ესაუბრა.

- სულ ახლახან, საგანგებოდ SOLO-ს მომხმარებლებისთვის თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კრის ბოტის კონცერტები გაიმართა. რატომ გადაწყვიტა SOLO-მ მალევე კიდევ ერთი სიურპრიზის მოწყობა ექსკლუზიურად მისი მომხმარებლებისთვის და რა პრინციპით შეარჩიეთ სტინგი?

- თითქმის ერთი წელია კრის ბოტისთან ვთანამშრომლობთ. ამ ერთი წლის განმავლობაში ახლო მეგობრები გავხდით. კრისი სპეციალურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ქვეყნებიდან, სხვადასხვა დარბაზებიდან ვიდეორგოლებს იღებს და ყოველთვიურად სარეკომენდაციო ფლეილისტს გვიგზავნის SOLO მსმენელისთვის. ბოტის ეს კონცერტი საახალწლო საჩუქარი იყო SOLO-ელებისთვის და ამ კონცერტს ძალიან დიდი და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. იქიდან გამომდინარე, რომ კრისი და სტინგი დიდი ხანია მეგობრობენ, კრისს ხუმრობით ვუთხარით, მეგობართან ერთად ხომ არ დაბრუნდებოდა საქართველოში. რამდენიმე დღეში კრისის მენეჯერმა დამირეკა და აღნიშნული პროექტი შემომთავაზა. 25 თებერვალს დუბაიში მართავენ კონცერტს, მითხრეს, რომ თბილისში ჩამოსვლის შანსი ჰქონდათ. სიმართლე გითხრათ, რეალობაში ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ლეგენდას ვუმასპინძლებდით.

- როგორც ჩანს, სტინგთან ურთიერთობის დასამყარებლად ბოტისთან კონტაქტი და მეგობრობა დაგეხმარათ. საბოლოოდ, როგორ მოახერხეთ ასე მცირე დროში კონცერტების ორგანიზება?

- მთავარი ალბათ მონდომებაა. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ SOLO-ს მომხმარებლებზე. გვინდა, გამორჩეული, ექსკლუზიური და საინტერესო Lifestyle შევთავაზოთ. იყო SOLO, ნიშნავს გქონდეს ყველასაგან განსხვავებული ცხოვრების სტილი და საინტერესო შეთავაზებები. მაგალითად, ჟურნალი VOIAGER სპეციალურად SOLO-სთვის არის შექმნილი. ასევე, სპეციალურად მათთვის იქმნება სუნამოები, იტალიიდან ჩამოგვაქვს ყავა... მომხმარებელს ვთავაზობთ ექსკლუზიურ ფასს, ან ექსკლუზიურ პროდუქტს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ SOLO-ს მომხმარებლებისთვის სტინგიც ექსკლუზიური შეთავაზებაა. რაც შეეხება ურთიერთობებს, ჩვენი მეგობარია სერგი ნაკაიძე, რომელიც ლოს ანჯელესში ცხოვრობს და კრის ბოტის ძალიან ახლო მეგობარია. სწორედ, აქედან მოხდა კრისთან ჩვენი დაკავშირება. კრისი კი სტინგის მეგობარია. კრისს ძალიან უყვარს საქართველო და სტინგს საქართველოში ჩამოსვლა მოანდომა. მე რამდენადაც ვიცი, კრისმა სტინგს დაურეკა და შესთავაზა, დუბაის შემდეგ "ხომ არ გინდა საქართველოში წავიდეთ, წლების წინ ბათუმში იყავი და თბილისი არ გაქვს ნანახიო". სტინგმა კი უთხრა, რომ დიდი სიამოვნებით ჩამოვიდოდა და ჩვენც ძალიან გაგვიმართლა.

- ამბობთ, რომ კრის ბოტის საქართველოში სტინგის ჩამოყვანა ხუმრობით თხოვეთ, ამაზე წინასწარ არ გიფიქრიათ?

- არა, რადგან სტინგი ძალიან მაღალბიუჯეტიანი შემსრულებელია. ფილარმონიის სივრცე პატარაა, რაც ნიშნავს, რომ ასეთი მაღალბიუჯეტიანი პროექტის, ფინანსურად მომგებიანობის შანსი მცირეა. სწორედ ამიტომ, კონცერტის სუბსიდირებას ახდენს თავად SOLO და სწორედ SOLO-ებს ვთავაზობთ ექსკლუზივს. გაგვიმართლა, რადგან ბოტისა და სტინგის ტურნე დუბაიშია, რეგიონთან ახლოს არიან და კარგად ჩაჯდა თბილისში სტუმრობაც. თორემ მათი ტურნე წლების განმავლობაში გაწერილია წინასწარ და ძალიან რთულია ადგილის დაკავება.

- რა პრინციპით მოხდა ბილეთების ფასის გასაზღვრა?

- ჩვენ განვსაზღვრეთ სუბსიდირების მაქსიმალური თანხა. შემდეგ გამოვითვალეთ მინიმალური და მაქსიმალური ფასი და ამის მიხედვით გავაკეთეთ გრადაცია. ამ სახის კონცერტებზე საზღვარგარეთ ბილეთის საშუალო ფასი 200 აშშ დოლარია, თან ეს კონცერტები ტარდება დიდ დარბაზებში, სტადიონებზე, აქ კი ფილარმონია საკმაოდ ინტიმურ გარემოს გიქმნის და შესაძლებლობას გაძლევს, რომ ლეგენდარული შემსრულებელი შენგან სულ რამდენიმე მეტრში იხილო და მას მოუსმინო. ბილეთების ღირებულება 200 ლარიდან იწყება, არის 250 და 300 ლარიანი ბილეთებიც, და ზემოთ. ბილეთები კარგად იყიდება, თუმცა ყველა ფასის ბილეთია დარჩენილია და SOLO-ს მომხმარებლებს ჯერ კიდევ აქვთ დრო მათ შესაძენად.

- როგორი იქნება საკონცერტო პროგრამა? შეასრულებს თუ არა სტინგი ცნობილ ჰიტებს. რა ხანგრძლივობის იქნება ღონისძიება და როგორ გადანაწილდება დრო შემსრულებლებს შორის?

- პროგრამა ორსაათნახევრიანია. აქედან, მინიმუმ, ერთი საათი სტინგი იმღერებს. ეს რა თქმა უნდა, მსმენელზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად აყვებიან ისინი მუსიკოსებს. ვიცით, რომ შეასრულებს თავის ცნობილ ჰიტებს, მათ შორის: "Desert Rose", "Every breath You Take" და "Shape of My Heart". კრისი ჩამოდის თავის ვირტუოზ ბენდთან ერთად. სტინგს ჩამოყავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პერკუსიონისტი და ვოკალისტი.

- სად დაბინავდება საქართველოში სტუმრად მყოფი ლეგენდარული მუსიკოსი?

- ვერ გეტყვით, რადგან ასეთი დეტალები კონფიდენციალურია.

- წარმატებით ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები კარგი "ბეგრაუნდის" შექნისა და ახალი კონტაქტების დამყარების წინაპირობაა. SOLO-ში ალბათ უკვე ფიქრობენ სამომავლო გეგმებზე, რა შეიძლება ამ დროისთვის გვითხრათ, რა მიმართულებით აპირებს SOLO აქტივობებს?

- SOLO-ს რებრენდინგის შემდეგ, ამ კუთხით მთელი წლის განმავლობაში აქტიურები ვიყავით, საქართველოში ჩამოვიყვანეთ ნიუ იორკში ცნობილი ბენდი Cafe Wha?, ასევე Kennedy Administration, სალომე დე ბაია, დიდი კონცერეტების ჩატარებას მომავალშიც ვგეგმავთ. ჯერ ვერ გეტყვით ვინ, სად, როდის გამართავს კონცერტს, თუმცა SOLO-ს მომხმარებლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩვენ მათ ნამდვილად გავანებივრებთ.

(R)

ანა მარშანია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება