უჯარმასთან მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილთა შორის 7 წლის ბავშვია

უჯარმასთან მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილთა შორის 7 წლის ბავშვია

უჯარმასთან მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა შორის ერთი 7 წლის ბავშვია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეჯოს რაიონის ჯეო-ჰოსპიტალის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა ალექსანდრე სართანიამ განუცხადა.

მისივე თქმით, შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში სამი დაშავებული გადაიყვანეს, მათგან ერთ-ერთი - 7 წლის ბავშვი საავადმყოფაში შეყვანამდე გარდაიცვალა.

სართანიას თქმით, ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება. ერთი პაციენტის ოპერაცია კი უკვე დასრულდა და იგი თბილისში გადაყვანას საჭიროებს.

დაშავებულებს კიდურების მოტეხილობები და მუცლის ღრუში დაზიანებები აღენიშნებათ.

უჯარმასთან მომხდარ ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს "ფორდის" მარკის მიკროავტობუსები შეეჯახნენ.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ