"ღმერთო ჩემო! მე ვიჩქარე შენსკენ" - ISIS-ის ქართველი მებრძოლების ახალი ვიდეომიმართვა

"ღმერთო ჩემო! მე ვიჩქარე შენსკენ" - ISIS-ის ქართველი მებრძოლების ახალი ვიდეომიმართვა

"ისლამური სახელმწიფო" ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ქართველი მებრძოლები ყვებიან, თუ როგორ ჩავიდნენ სირიაში საბრძოლველად. შესაბამისი ვიდეო ISIS-ის მედიაცენტრ "ფურატის" მიერაა მომზადებული და იგი ინტერნეტით ვრცელდება.

"ღმერთო ჩემო! მე ვიჩქარე შენსკენ, რომ იყო ჩემით კმაყოფილი", - ეს სიტყვებია დართული ვიდეოს შესავალში. "მე მინდა ვისაუბრო ჩემს ძმებზე, რომლებიც საქართველოდან ხალიფატის მიწაზე ჩავიდნენ და დედამიწაზე შარიათის კანონების დაწესებისთვის იბრძოდნენ და დაიღუპნენ. ჩვენს ძმას ანასს ბავშვობიდან ვიცნობდი. როდესაც სირიიდან საქართველოში ჩავედი გავიგე, რომ ის ალაჰის გზას გაუდგა და წავიდა სახალიფოში. არ გასულა დიდი დრო და მეც წავედი სახალიფოს მიწაზე და შევხვდი მას. მაშინ დეირ ალ-ზორზე თავდასხმის ოპერაცია იგეგმებოდა, და ძმები საქართველოდან იქ წაიყვანეს", - ამბობს ერთ-ერთი ქართველი მებრძოლი.

მისივე თქმით, როდესაც თავდასხმაზე ბრძანება გაიცა, ქართველები იყვნენ ერთ-ერთი პირველები, ვინც წინა ხაზზე იბრძოდნენ.

კიდევ ერთი ქართველი აჭარელ მებრძოლ აბუ მარიამზე საუბრობს:

"ჩვენი ძმა აბუ მარიამი 4 წლის წინ აჭარაში გავიცანი. ჩვენ მაშინ ჭეშმარიტებას ვეძებდით. მალე ის ეგვიპტეში სასწავლებლად წავიდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი დაიწყო ალაჰის კანონებით ცხოვრება. იმ პერიოდში აჭარაში ჩვენი პატარა ჯამაათი გვქონდა, ამ ჯამაათის ამირი და მასწავლებელი იყო აბუ მარიამი. სახალიფოს გამოცხადების შემდეგ, ჩვენ ხალიფა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ერთგულების ფიცი დავდეთ. ქართული სპეცსასმსახურების მხრიდან დევნის მიუხედავად, აბუ მარიამი სრულიად ასრულებდა თავის ვალდებულებას. ყოველ პარასკევს მეჩეთში ჯუმა-ნამაზს ვასრულებდით და ის ჩვენი იმამი იყო".

ვიდეომასალაში საუბარია კიდევ ერთ ქართველ მებრძოლ აბდულ ვაჰაბზე, რომელიც სირიაში დაიღუპა.

"როდესაც მე პირველად სირიაში ჩავედი, დავიჭერი, თურქეთში გამგზავნეს სამკურნალოდ. იქიდან საქართვლოში დეპორტით გამიშვეს. იმ დროისთვის აბდულ ვაჰაბი პანკისში იყო. ის მოვიდა ჩემთან, მკითხა, როგორ წასულიყო სირიაში. მე მას ვუთხარი, რომ ღმერთის წყალობით ჩვენ ერთად წავიდოდით იქ. ეს ასეც მოხდა. ჩვენ ერთად ჩავედით სირიაში და სამხედრო მომზადება გავიარეთ. მომზადების შემდეგ ჩვენ ერთად გაგვზავნეს ერთ-ერთ ოპერაციაში", - ამბობს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი.

ვიდეოში ასახულია სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ქართველი მებრძოლების კადრები და ფოტოები.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა