დავით ნარმანია კომპანიებს თბილისში ინფრასტრუქტურის იერსახის მოწესრიგებისკენ მოუწოდებს

 დავით ნარმანია კომპანიებს თბილისში ინფრასტრუქტურის იერსახის მოწესრიგებისკენ მოუწოდებს

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ქალაქის იერსახეზე ზრუნვასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა კომპანიების "თელასის", "ყაზტრანსგაზის", "აუთდორ.ჯის", "ალმა+"-ის, "კავკასუს ონლაინისა" და "სილქნეტის" წარმომადგენლებთან.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მათი საინჟინრო ნაგებობის, განათების ბოძების, საკომუნიკაციო ქსელებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის ვიზუალურად მოწესრიგებისკენ მოუწოდა. შეხვედრაზე წარმოდგენილი კომპანიების წევრებს განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ გეგმა-გრაფიკის წარმოსადგენად ერთკვირიანი ვადა მიეცათ, რის შემდეგაც დაგეგმილი სამუშოების შესრულების მონიტორინგს თბილისის მერია განახორციელებს.

"ძირითადი სამუშაოები მათი მხრიდან შესაბამისი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში იქნება წარმოებული, ხოლო სამუშოების შესრულებასა და ქალაქის იერსახეზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ძალიან მკაცრი კონტროლი განხორციელდება. ამასთან დაკავშირებით სათანადო მითითებები და დავალება ჩემი მხრიდან ზედამხედველობის სამსახურს მიეცა, რათა აქტიურად ვიმუშაოთ და მაქსიმალურად ხარისხიანად და დროულად შესრულდეს ის სამუშაოები, რაც ქალაქში სხვადასხვა ნაგებობების ვიზუალურ მოწესრიგებას გულისხმობს",- განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რაიონის გამგებლები, რომლებმაც კომპანიების წარმომადგენლებს არსებული პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათი მოგვარებისკენ მოუწოდეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."