სად არიან და რას საქმიანობენ სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანი ქალები

სად არიან და რას საქმიანობენ სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანი ქალები

მოქმედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, წინამორბედი მმართველები მაღალ თანამდებობებზე ქალბატონების სიჭარბით გამოირჩეოდნენ. თუმცა, მათი უმრავლესობა დღეს საჯაროდ ნაკლებად ჩნდება:

ვერა ქობალია

2010 წელს კანადიდან თბილისში პირდაპირ მინისტრის სავარძელში მოხვედრილ 28 წლის ქალს ეკონომიკის სამინისტრო ისე ჩააბარეს, ფაქტობრივად, არავინ იცნობდა. თუმცა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა და თითქმის სამი წლის განმავლობაში ჭორები არ მოჰკლებია. დღეს მისი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებულია - 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ჯერ სააკაშვილის მრჩევლად დაინიშნა, მოგვიან­ებით, ტურისტული ბიზნესი წამოიწყო, რამ­დენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ყოფილი მინისტრი ავსტრალიის მთავრობამ ინდონეზიაში საერთაშორისო ბიზნესმრჩევლად მიიწვია. როგორც ვერა ქობალია აღნიშნავს, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაქსიმალურად ცდილობს თავისუფალი დრო შვილთან, სამი წლის ანასტასიასთან გაატაროს.

ხათუნა კალმახელიძე

ხათუნა კალმახელიძე სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე 2009 წლის 21 დეკემბერს დაინიშნა და აღნიშნულ თანამდებობას 2012 წლის 19 სექტემბრამდე იკავებდა. ვერა ქობალიას მსგავსად, საზღვარგარეთ 15-წლიანი ცხოვრების შემდეგ, საქართველ­ოში პირდაპირ მინისტრთა კაბინეტის წევრად დაბრუნდა. ამბობენ, რომ მან განათლება ამერიკაში, სააკაშვილთან ერთად მიიღო. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხათუნა კალმახელიძემ საქართველო დატოვა­ და ოჯახთან ერთად მონაკოში გაემგზავრა. ცნობილია, რომ კალმახელიძე მონაკოს პრინცის ოჯახთან მეგობრობს, მისი ბიძა კი ევროპის პოლიტიკურ წრეებში­ გავლენიან ფიგურად ითვლება. ითქვა ისიც, რომ ექსმინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სწორედ ბიძ­ამისის გავლენით შეჩერდა. კალმახელიძე პერიოდულად საქართველოსაც სტუმრობს­.

იხილეთ ვიდეო

მაია ნადირაძე

მაია ნადირაძე თავდაპირველად "ტრადი­ციონალ­ი­სტთა პარტიის" წევრი გახლდათ, ნინო ბურჯანაძესთანაც მეგობრობდა, მაგ­რამ მოულოდნელად არჩევანი მიხეილ სა­აკაშვი­ლზე გააკეთა.­ სკანდალური გამონათქვამების გამო, 2006 წელს ნადირაძემ პოლიტიკურ კულის­ებში გადაინაცვლა, თუმცა "ნაციონალური მოძ­რაობის" ლიდერებთან ერთად, საჯარო­ სივ­რცეში 2012 წელს ისევ გამოჩნდა - სპორტის სასახლეში შეკრებილ ყოფილ თან­აპარტიელებს შეუერთდა. პოლიტიკიდან­ წასვლის შემდეგ ნადირაძე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში მუშაობდა და სოლიდური ანაზღაურებაც ჰქონდა. როგორც 2014 წლის დეკლარაციაში აქვს მითითებული, 2013 წელს ხელფასის სახით 287. 110 ლარი მიიღო. ექვსი წლის განმავლობაში კი ამ საქმიანობამ მილიონ–ნახევრამდე ლარის შემოსავალი მოუტ­ანა. მას კომისიის წევრობის ვადა 2015 წელს ამოეწურა განაგრძეთ კითხვა "კვირის პალიტრის" საიტზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."