17 წლის სამირა ბაირამოვას გამტაცებელი არასრულწლოვანი დააკავეს

17 წლის სამირა ბაირამოვას გამტაცებელი არასრულწლოვანი დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული ელჩინ ი. თბილისში დააკავეს.

ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, ფონიჭალაში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ სამირა ბაირამოვას თავისუფლება აღუკვეთა. სამირა ბაირამოვას ოჯახი და პოლიცია 4 დღის განმავლობაში ეძებდა. ოჯახის წევრები და ნათესავები პერმანენტულად მართავდნენენ აქციებს ფონიჭალაში მდებარე პოლიციის შენობასთან და სამართალდამცველებს გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელის დადგენას სთხოვდნენ.

არასრულწლოვანი გამტაცებლის სამი თანამზრახველის დასაკავებლად სამართალდამცველები ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით).

იხილეთ დაკავების კადრები