რას იხსენებს სობჩაკი სააკაშვილთან თბილისურ ინტერვიუზე: "შემიძლია მაისური გავიხადო და ბიუსტჰალტერით ავიღო ინტერვიუ"

რას იხსენებს სობჩაკი სააკაშვილთან თბილისურ ინტერვიუზე: "შემიძლია მაისური გავიხადო და ბიუსტჰალტერით ავიღო ინტერვიუ"

ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა, ერთ-ერთ ბოლო საჯარო გამოსვლაზე საქართველოს ექს-პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან მის ურთიერთობაზე ისაუბრა და ერთი საინტერესო ისტორია გაიხსენა. 2010 წელს ქსენია სობჩაკი კოლეგასთან, ქსენია სოკოლოვასთან ერთად ესტუმრა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს ინტერვიუს ჩასაწერად. სწორედ ეს ვიზიტი გაიხსენა სობჩაკმა საუბრისას:

"ჯერ კიდევ საქართველოსთან კონფლიქტამდე, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, თბილისში მთავარ მოედანზე მამაჩემის მონუმენტი გავხსენით. ვერ ვიტყვი, რომ მეგობრული, მაგრამ თბილი ურთიერთობა დამყარდა ჩვენ შორის. შემდეგ კი მოვახერხე პრეზიდენტთან დაკავშირება, მისი პრესსამსახურის მეშვეობით და მე და ქსენია სოკოლოვა ჩავედით თბილისში. ეს იყო წარმოუდგენელი თავგადასავალი. ღამე, თბილისი, პირადი თვითმფრინავი, რომლითაც მაშინვე გადავფრინდით ბათუმში.

იხილეთ ვიდეო

მე, ქსენია სობჩაკი ქსენია სობჩაკი არ ვიქნებოდი, რომ არ მომეწყო პროვოკაცია და მომდევნო დღეს სააკაშვილთან ინტერვიუზე პუტინის გამოსახულებიანი მაისურით გამოვცხადდი. პრესსამსახური მეუბნება: ქსენია, არ შეიძლება ამ მაისურით, სააკაშვილს არ მივცემ თანხმობას, რომ ინტერვიუ მოგცეთ. რატომ არ შემიძლია საყვარელი პრემიერ-მინისტრის მაისურით თქვენ პრეზიდენტთან მივიდე, თქვენ ხომ თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა გაქვთ, ვუთხარი. მერე ხანგრძლივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მე კი ვუთხარი: გამიგეთ, მე მაისური მაცვია, რა თქმა უნდა, შემიძლია გავიხადო, უბრალოდ, ეს კიდევ უფრო უცნაური იქნება, თუ ბიუსტჰალტერში ჩამოვართმევ ინტერვიუს სააკაშვილს.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ არგუმენტმა დაარწმუნა პრესსამსახურის ხელმძღვანელი. მითხრა: მართალი ხარ ქსენია, ბიუსტჰალტერით ვერ შეხვალ. მაშინ, მოიცვით ჩემი პიჯაკი. შევედი ინტერვიუზე, თუმცა რა თქმა უნდა, ორი შეკითხვის შემდეგ ის გავიხადე და მაისურით განვაგრძე ინტერვიუ", - იხსენებს სობჩაკი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."