ჩვევები, რომლებიც ტვინს აზიანებს

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზიანებს

იაპონელმა მეცნიერებმა დაასახელეს ხუთი მავნე ჩვევა, რომელთაც შეუძლიათ თავის ტვინის უჯრედების განადგურება. ჩამონათვალი ასეთია: ძილის უკმარისობა, სტრესი, გაუწყლოება, სიგარეტი და ნარკოტიკების მოხმარება.

ძილის უკმარისობა იწვევს ნეირონების დაზიანებას, რაც იწვევს კოგნიტური ფუნქციების გაუარესებას. მედიკოსების აზრით, ჯანმრთელი ძილი 7 საათზე ნაკლები არ უნდა გრძელდებოდეს.

სტრესული სიტუაციები იწვევენ ცვლილებებს, რომლებსაც თან მოსდევს ფსიქიკური გაღიზიანება. ორგანიზმის გაუწყლოება, რომელსაც ალკოჰოლის მოხმარება იწვევს, საბოლოოდ ნეგატიურად მოქმედებს ტვინის ფუნქციონირებაზე.

სიგარეტი და ნარკოტიკი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც თავის ტვინის უჯრედებს კლავს. მედიკოსები ამბობენ, რომ მხოლოდ ერთი ნაფაზი მწეველს 7 000 ტოქსიურ ნივთიერებას აწვდის, რომელთა ნაწილმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ინსულტი, ინფარქტი და სიმსივნე.

მომზადებულია news.day.az-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს