თბილისში 290 000 ოჯახი კომუნალურ ვაუჩერს ვეღარ მიიღებს - რა განმარტებას აკეთებენ მერიაში

თბილისში 290 000 ოჯახი კომუნალურ ვაუჩერს ვეღარ მიიღებს - რა განმარტებას აკეთებენ მერიაში

კომუნალურ ვაუჩერებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 200 ათას ქულაზე ნაკლები აქვთ, - ამის შესახებ მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომუნალური ვაუჩერები წლების განმავლობაში თბილისის იმ მოქალაქეებს ერიცხებოდათ, რომლებსაც მაღალი შემოსავალი ჰქონდათ. "დიდი ხანი მიდიოდა ამაზე მსჯელობა, მათ შორის მთავრობის ეკონომიკურ საბჭოში, საკრებულოში და გასულ კვირას უკვე შევიდა მერია საკრებულოში ინიციატივით, რომ იმ ოჯახებმა მიიღონ კომუნალური ვაუჩერები, ვისაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 200 ათას ქულაზე ნაკლები გააჩნია, ესენი არიან ოჯახები, რომლებიც ყველაზე მეტად შეჭირვებულები არიან და რეალურად სარგებლობენ არამარტო კომუნალური სუბსიდიის, არამედ სხვა მერიის სოციალური პროგრამებითაც" , - განაცხადა ჩივიშავილმა.

მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ არიან სოციალურად დაუცველები შეუძლიათ, რომ მიიღონ მონაწილეობა სოციალურად დაცველთა ბაზაში. "თუ მიიღებენ 200 ათას ქულაზე ნაკლებს, რაც საკმაოდ მაღალია ისინი ყველა ისარგებლებენ ამ შეღავათით. ამ მიმართულებით თანხები მიზნობრივად და ეფექტურად იქნება გადანაწილებული", - განაცხადა ჩივიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ ნოემბერ-დეკემბერში თბილისის მოსახლეობა კომუნალურ ვაუჩერს ვეღარ მიიღებს. მისივე თქმით, კომუნალური ვაუჩერის ბიუჯეტის მოცულობა 46 მილიონ ლარს შეადგენდა, რომელსაც წელს 13,5 მილიონი ლარი დააკლდება. შესაბამისად, ირაკლი აბესაძის განცხადებით, კომუნალურ ვაუჩერს 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ხოლო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000 ოჯახი მიიღებს, რომელთაც სარეიტინგო ქულა 200 000-ია. აბესაძემ აღნიშნა, რომ სულ თბილისში 390 000 აბონენტია, ეს კი ნიშნავს, რომ 290 000 ოჯახი დახმარებას ვეღარ მიიღებს.

ირაკლი აბესაძემ დედაქალაქის მერი დაპირების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. აბესაძის თქმით, კომუნალური ვაუჩერის მისაღებად 290 000 ოჯახის სოციალური მდგომარეობა და საჭიროებები არავის შეუსწავლია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია