13 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა იყოს სკოლებში სამლოცველო კუთხე - რელიგიისმცოდნე

13 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა იყოს სკოლებში სამლოცველო კუთხე - რელიგიისმცოდნე

ტუბინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი, რელიგიისმცოდნე ზელიმხან უძილაური განმარტავს, თუ რატომ არ უნდა იყოს სკოლებში სამლოცველო:

"ჩემი ღრმა დაჯერებით, სკოლაში სამლოცველო არ უნდა იყოს. არაერთი მიზეზის გამო:

1. სკოლა მრავალკონფესიურია; უმცირესობები ამ მხრივაც დაიჩაგრებიან, ისედაც ყოფნით დისკრიმინაცია;

2.სკოლა სწავლის ადგილია და არა ლოცვის;

3.'სამლოცველო' ზრდადი მოვლენაა; ის შეივსება ეკლესიური ატრიბუტიკით და სამწირველოდ გადაიქცევა;

4.წაიშლება ზღვარი ეკლესიასა და სკოლას შორის;

5.ლოცვას შენობა და ატრიბუტიკა კი არა, წრფელი გული ჭირდება და პრინციპში, ლოცვა ყველგან შეიძლება, ყოველნაირი ოთახის, ფარჩის და სანთლის გარეშეც. ყველაფერს ჯობია გულში, ჩუმად ლოცვა;

6.მსგავსი არაა არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში და მგონი არც არადემოკრატიულში;

7.ბავშვებმა შეიძლება ძალდატანებად აღიქვან;

8.სკოლაში რელიგია კი არა, რელიგიის შესახებ ცოდნა და რელიგიის ისტორია უნდა ფიგურირებდეს;

9.თვით რწმენას და რელიგიას აუბრალოებს ასეთი მიდგომა, საკრალურ პეწს უკარგავს;

10. არ გვყავს კომპეტენტური თეოლოგები და ასეთ სამლოცველოებს დიდწილად ან აგრესიული ან ჰომოფობიურად განწყობილი აქტივისტები დაეუფლებიან;

11. არ ვიცით, არაა შემოწმებული თუ რამდენადაა ეკლესიის ოფიციალური დოქტრინა ან ქრისტიანობის საფუძვლებთან ან ზოგადად ჰუმანიზმთან შესაბამისობაში! ზოგჯერ სერიოზული ეჭვი ჩნდება ამ მიმართებით...

12. რა იქნება საბოლოო შედეგი? ალბათობაა იმისაც, რომ ფანატიკოსად ჩამოყალიბდება ზოგი ბავშვი... სხვა საპირისპირო ალბათობაცაა: არაერთ მათგანს პროტესტი გაუჩნდება, მილიტანტ ათეისტად და დამანგრევლად გაიზრდება.. ეს ხომ უკვე გამოვიარეთ?...

13. საკმარისად ბევრია რელიგია, ყველგანაა და ისედაც მისაწვდომია.

და ა.შ. დასკვნა: უშნო რამაა. რელიგია, იდეოლოგია და თეოლოგია ჯამში ტყუპებია, ყოველთვის შეზღუდული და მონოკონფესიური თეორიებია; პლურალიზმი მათ არ მოსდგამთ. ჩვენი მომავალი თაობა თავისუფლებას უნდა სწავლობდეს და არა ახალ-ახალ შეზღუდულობებს....".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს