"ფუფუნებით არ ვცხოვრობ, ძვირფასეულობა ან სხვა კომფორტი არ გამაჩნია... მაქვს ეს გატაცება" - ბიძინა ივანიშვილი ციხისძირის ხეების საკითხზე

"ფუფუნებით არ ვცხოვრობ, ძვირფასეულობა ან სხვა კომფორტი არ გამაჩნია... მაქვს ეს გატაცება" - ბიძინა ივანიშვილი ციხისძირის ხეების საკითხზე

ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის დოკუმენტურ ფილმში "ლილიოდენდრონი" ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადარგვის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პროცესი ზღვისპირეთში ყველა კანონის დაცვით მიმდინარეობს:

"ეგ ხე ვერ გამოდგება დეკორატიულად ადგილზე და არავითარი ფასეულობა არ გააჩნია. მინუსიც შეიძლება ჰქონდეს, წაიქცეს და რკინიგზა დააზიანოს... მახსოვს, დეპუტატები მიცავდნენ, რას ერჩით ამ კაცს, საკონცერტო დარბაზს აშენებსო... არა, არც ერთ შემთხვევაში. ის რაც კეთდება იქ, სხვა გაკეთებული საქმით არ უნდა გამართლდეს. თვითონ ეს საქმე კონკრეტულად, არცერთ შეკითხვას არ იწვევს ჩემში... ეს თემა ხელოვნურად აწეულია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ. ეს არის ნორმა. ამაზე დიდი ხეები ჩილედან და ესპანეთიდან ჩამომაქვს ახლა. ტყიდან შეიძლება ხე გადაირგოს და გაიყიდოს, ეს არის ნორმა. საქართველოში იყო უპრეცედენტო და ამიტომ ბევრი განმარტების გაკეთება გვიწევს" - აღნიშნა საუბრისას ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ასევე გაიხსენა, ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებული საუბარი, რომელიც მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შედგა 2004 ან 2005 წელს.

"სააკაშვილი ხშირად მირეკავდა და … გახშირებულად დაიწყო რეკვა თბილისის ბოტანიკურ ბაღზე. მერე ბათუმიც მოაბა მაგას. ვერ გავიგე რა უნდოდა, მერე მკვახედ ვკითხე, რა გინდა-მეთქი, რომ გამაწვალა, რამდენიმე ზარი ზედმეტად გააკეთა. გასხვისება უნდოდა, ერთის თუ მეორის, ვერ გავიგე. მე ვუთხარი, რომ ეს არის საერთო მოხმარების და არ შეიძლება ამაზე საუბარი, მე ამ საუბარში არ შემოვალ. ბოლო-ბოლო რა გინდაო, ერთ-ერთი აირჩიეო, ერთი შენი იყოს, ერთი - ჩვენიო. მე ვუთხარი, მაგას როგორ ვიკადრებ, ბოტანიკური ბაღი გავითავისო. მერე მეორე კუთხიდან მიუდგა. ჩვენ გვინდა მაგის პრივატიზაცია, და შენც თუ მიიღებ პრივატიზაციაში მონაწილეობას… მე ვუთხარი, მე არ მივიღებ, მაგრამ შევხედავ, რომ უხეშად რაღაცას აკეთებთ, რომ მათ ფუნქცია დაკარგონ, ასეთ შემთხვევაში ვიყიდი, მაგრამ იმ წუთშივე სახელმწიფოს დავუბრუნებ საჩუქრად.

მეტი საუბარი მე არ მქონია. მერე, აჭარაში ამბობდნენ ჭორად, რომ მას უნდოდა რეზიდენციის აშენება, სახლების ჩადგმას აპირებდნენ და ა.შ. საკმაოდ დიდი გავლენა მქონდა მაშინ მთელ მთავრობასა და პარლამენტზე, დასამალი აღარ არის, ვეხმარებოდი და მგონია, რომ ეს პროცესი შევაჩერე.

რაც შეეხება ამ ხეებს და ბუნებასთან დაკავშირებულ თემებს, როდესაც გაჭირვებულ ქვეყანაში ასეთ რაღაცეებს აკეთებ, მაინც ჩემი მხარდამჭერებისთვის და ხალხისთვის, ვისაც პატივს ვცემ და ვინც პატივს მცემს, განმარტებას გავაკეთებ, რომ მე ფუფუნებით არ ვცხოვრობ, ძვირფასეულობა, ჩასაცმელი ან სხვა რამ კომფორტი არ გამაჩნია ისეთი, რომ მომერიდოს. მე მაქვს ეს გატაცება, არც-ერთ შემთხვევაში თავს უფლებას არ მივცემ, რომ ამით ვინმე დავაზიანო... ვისაც გააჩნია კითხვა, რომ შეიძლება გადაჭარბებული იყოს, ამდენ თანხას რომ ვხარჯავ ხეების გადატანასა, დარგვასა თუ ჩამოტანაზე, მე ვეთანხმები", - განმარტა ბიძინა ივანიშვილმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია