ეგვიპტეში ოთხი ქრისტიანი მოზარდი "ისლამის შეურაცხყოფისთვის" დასაჯეს

ეგვიპტეში ოთხი ქრისტიანი მოზარდი "ისლამის შეურაცხყოფისთვის" დასაჯეს

ეგვიპტის ხელისუფლებამ სამ ეგვიპტელ სკოლის მოსწავლეს, ისლამის შეურაცხყოფისთვის, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, კიდევ ერთი 15 წლის მოზარდი არასრულწლოვანთა კოლონიაში გაურკვეველი ვადით გაამწესეს. ყველა მათგანი ეგვიპტელი ქრისტიანია (კოპტი).

ოთხი მოსწავლე პასუხისგებაში იმ ვიდეოს გამო მისცეს, რომელზეც ერთ-ერთი მათგანი მლოცველ მუსლიმს განასახიერებდა. დანარჩენები კი მის უკან იდგნენ და იცინოდნენ. აღნიშნული ვიდეო 2015 წლის იანვარშია გადაღებული.

მოზარდების ადვოკატის განცხადებით, ძნელი დასაჯერებელია, რომ მოზარდებს ასეთი სასჯელი შეეფარდათ, რადგან ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ჯარიმა საკმარისი იქნებოდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა