დიდ დიღომში 30-მდე ავტომობილს საბურავები დაუჭრეს - დაწყებულია გამოძიება

დიდ დიღომში 30-მდე ავტომობილს საბურავები დაუჭრეს - დაწყებულია გამოძიება

შსს-მ დიდ დიღომში 30-მდე ავტომობილის საბურავების დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროში განუცხადეს, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას, სამინისტროში აცხადებენ, რომ დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.

დიდ დიღომში 30-მდე ავტომობილის მფლობელს საცხოვრებელ კორპუსთან მდგომ მანქანებზე საბურავები დაჭრილი დახვდა.

შემთხვევა დიდი დიღმის III მიკრორაიონში მოხდა.

გორში 13 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის გამო 50 წლამდე ასაკის მამაკაცია დაკავებული

დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი, მათ შორის შსს-ს თანამშრომელი - რა ინფორმაცას ავრცელებს სამინისტრო?

გორის რაიონში 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა - შსს-მ მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავა