ქართველი გოგონების გულთამპყრობელი სტანისლავ ბონდარენკო თბილისში ჩამოდის

ქართველი გოგონების გულთამპყრობელი სტანისლავ ბონდარენკო თბილისში ჩამოდის

რუსეთში მოღვაწე, უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო საქართველოში 9 მარტს ჩამოვა. მსახიობის ვიზიტი ქველმოქმედებას უკავშირდება.

მისი ჩამოსვლა გულისამაჩუყებელ ისტორიას უკავშირდება. ორმა გოგონამ, ელენე თარგამაძემ და ნათია ქარდავამ სოციალურ ქსელიდან შეიტყვეს, რომ 17 წლის მიხეილ სხვიტარიძეს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და დახმარება ესაჭიროებოდა. გოგონები სტანისლავ ბონდარენკოს დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს. ბონდარენკო ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დათანხმდა გოგონების წინადადებას.

მიხეილ სხვიტარიძეს ოსტეოპოროზი და კუნძოვანი კვანძები აქვს. მას საქართველოში ჩაუტარდა რვა გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა უცხოეთში მკურნალობას სჭირდება, რისთვისაც სოლიდური თანხაა საჭირო, ამის საშუალება კი ოჯახს არ აქვს.

10 მარტს, 19:00 საათზე გაიმართება სპექტაკლი "მე ბებია ილიკო და ილარიონი" მოზარდ მაყურებელთა თეატრში, რომელშიც ზურიკელას როლს შეასრულებს სტანისლავ ბონდარენკო.

"რეიტინგი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება