"მიდი გოგი, მიაწექი" - "რესპუბლიკელების" საწინააღმდეგო აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან

"მიდი გოგი, მიაწექი" - "რესპუბლიკელების" საწინააღმდეგო აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან

"ქართული ოცნების" ოფისთან ფრაქციისა და პრემიერის შეხვედრის პარალელურად "რესპუბლიკური პარტიის" საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე, რომელსაც ათამდე ადამიანი მართავს, გამოტანილი აქვთ პლაკატები, წარწერით: "პარლამენტი რესპუბლიკელების გარეშე", "დაითხოვეთ მუქთახორა, არაფრისმაქნისი პარლამენტი", "არასამთავრობოები რესპუბლიკელების წინააღმდეგ", "მიდი გოგი, მიაწექი".

აქციის მონაწილეების თქმით, წარმოდგენილია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის "საქართველოს საბანკო და სამევახშეო სისტემით დაზარალებულთა უფლებების დაცვის კომიტეტი", "საქართველოში სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა დაცვის კომიტეტი", "უძრავი ქონების დაცვის კომიტეტი", "მომავლის გზა", "ინდვიდუალურ მესაკუთრეთა კავშირი", ადამიანის უფლებების დაცვის და დახმარების საერთაშორისო კავშირი "ნდობა", სახალხო მოძრაობა "მესამე გზა". ისინი "რესპუბლიკელებს" ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებენ და ასევე მხარს უჭერენ დეპუტატ გოგი თოფაძეს.

იხილეთ ვიდეო აქციიდან

მიმდინარე აქციას გამოეხმაურნენ უმრავლესობის დეპუტატები. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის აზრით, აქციის მონაწილეებს ალბათ ჰგონიათ, რომ "რესპუბლიკელებისა" და "მრეწველების" არსებული დაპირისპირების საკითხი განიხილება, თუმცა მისი განმარტებით, დღეს არ იმართება პოლიტსაბჭოს სხდომა.

დეპუტატ ნუკრი ქანთარიას განცხადებით კი, დღევანდელ შეხვედრაზე გოგი თოფაძესა და "რესპუბლიკელებს" შორის არსებული დაპირისპირება შესაძლოა მხოლოდ ერთ-ერთ რიგით საკითხად იყოს განხილული.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."