"გადარჩე მიწის ქვეშ" - National Geographic-ის მოგზაურობა საქართველოს მაღაროებში

"გადარჩე მიწის ქვეშ" - National Geographic-ის მოგზაურობა საქართველოს მაღაროებში

National Geographic-ის რუსული ბიუროს რეპორტიორმა ალექსანდრ პოტოცკიმ მიზნად დაისახა, 6 თვეში გაიაროს გზა კავკასიიდან ინდოეთამდე, ირანის, ავღანეთისა და პაკისტანის გავლით.

მგზავრობის ერთ-ერთი პუნქტი - საქართველო, კერძოდ კი ჭიათურის მაღაროებია.

პოტოცკი ამბობს, რომ 60 წლის წინ აშენებული საბაგირო გზები, ჭიათურაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე მოთხოვნადი სახეობაა.

ადგილობრივი მოსახლეობა ამ გზით ყოველდღე სარგებლობს და ამით ამაყობს კიდეც: „ჭიათურა პირველ ადგილზეა ამწეების რაოდენობის კუთხით", - ამბობენ ისინი.

ოდესღაც ეს სიმართლე იყო, მაგრამ ახლა ბევრი სადგური დაიხურა, ამწეები კი ან მოძველდა, ან წყობიდან გამოვიდა.

ერთ-ერთ სადგურზე ალექსანდრ პოტოცკიმ ადგილობრივი მაღაროელი გაიცნო, რომელიც უკვე 22 წელია ამ სფეროში მუშაობს. იგი ყვება, რომ მაღაროში მუშაობა ახალგაზრდებისთვის მიმზიდველია, რადგან მაღალი ანაზღაურება აქვთ. რეპორტიორის შემდეგი რესპონდენტი ადგილობრივი გაზეთის თანამშრომელი თემურია, რომელიც ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დროს ჭიათურა გაცილებით უფრო განვითარებული ქალაქი იყო, თუმცა მას შემდეგ, ქალაქის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზარალდა და განახლებას საჭიროებს.

იხილეთ გაგრძელება

იხილეთ გალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია