ვინ ესწრება განათლების კომიტეტის სხდომას, სადაც "მე და საზოგადოების" საგნის განხილვას კამათი მოჰყვა

ვინ ესწრება განათლების კომიტეტის სხდომას, სადაც "მე და საზოგადოების" საგნის განხილვას კამათი მოჰყვა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე საჯარო სკოლებში საგნის "მე და საზოგადოების" დანერგვისა და ამასთან დაკავშირებით მომზადებული პროგრამის შესახებ მსჯელობენ.

დეპუტატებს საგნის შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა მიაწოდა. გიგაურის განმარტებით, მე-3 და მე-4 კლასებში მოხდება საგნის "მე და საზოგადოება" სწავლება, ხოლო "ჩვენი საქართველო" მე-5 და მე-6 კლასში დაინერგება.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, პირველადი ვერსია, რომელიც მომზადდა, მე-3 კლასში მოიცავდა თემებს: "ჩემი ოჯახი", "სკოლა, მეგობრები, თანატოლები" და "გარემო, რომელშიც ვცხოვრობ".

მისი განცხადებით, მე-4 კლასის თემები იყო "მედია და ინფორმაცია", "რწმენა და რელიგია", "მე და ჩემი ქვეყანა". "გაცნობიერებული იყო რისკები, რომლებიც რწმენასა და რელიგიას უკავშირდება. ფსიქოლოგების რეკომენდაციაც იყო, ადრეა მოსწავლეებთან საუბარი, მით უმეტეს, რომ მასწავლებლებს შესაბამისი გამოცდილება არც თუ დიდი აქვთ. შეიცვალა თემატიკა და მე-3 კლასში დარჩა - "ჩემი ოჯახი", "სკოლა, მეგობრები, თანატოლები", "გარემო, რომელშიც ვცხოვრობ". მე-4 კლასში - "განათლება", "მედია და ინფორმაცია" იქნება, ხოლო "რწმენა და რელიგია" "მე და ჩემი ქვეყანათი" ჩანაცვლდება", - განმარტა ლია გიგაურმა.

მინისტრის მოადგილემ თითოეული აღნიშნული თემის შესახებ შინაარსობრივი, დეტალური განმარტებები გააკეთა. საკომიტეტო სხდომაში დეპუტატების გარდა მონაწილეობას იღებენ პარლამენტის ყოფილი წევრები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ჯონდი ბაღათურია, თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე, ასევე საკომიტეტო განხილვაზე იმყოფებიან ლევან ვასაძე, ზვიად ტომარაძე, "მართმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრები. კომიტეტის სხდომა კამათის ფოზე მიმდინარეობს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია