ზუ­რა ვა­დაჭ­კო­რი­ას კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი "ფო­კუ­სე­ბი"

ზუ­რა ვა­დაჭ­კო­რი­ას კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი "ფო­კუ­სე­ბი"

ზუ­რა ვა­დაჭ­კო­რი­ას 24 თე­ბერ­ვალს 55 წე­ლი შე­უს­რულ­და და ვი­ნა­ი­დან და­ბა­დე­ბის დღე სუფ­რას­თან, ქე­იფ­თან, გემ­რი­ელ საკ­ვებ­სა და ტრა­დი­ცი­ებ­თან ასო­ცირ­დე­ბა, გა­დავ­წყ­ვი­ტე, ცნო­ბი­ლი ილუ­ზი­ო­ნის­ტი "გურ­მა­ნის" რუბ­რი­კის­თ­ვის ჩა­მე­წე­რა, თა­ნაც მი­სი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­და­ცე­მებ­შიც მი­ნა­ხავს და ვი­ცი, რომ ზო­გი­ერ­თი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა თა­ვა­დაც კარ­გად გა­მოს­დის, პრო­დუქ­ტის ურ­თი­ერ­თ­შე­ხა­მე­ბის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა­შიც ერ­კ­ვე­ვა და რჩე­ვებს ჩვენც გვაძ­ლევს. სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბით ვუ­ლო­ცავთ მას იუბი­ლეს.

საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა

- კარ­გი და გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და თუ სად­მე არ მო­მე­წო­ნა, იქ მე­ო­რედ აღარც შე­ვალ. ძი­რი­თა­დად ან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი აქვთ, ან ყვე­ლა­ფე­რი - ცუ­დი, მზა­რე­ულ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ლა­მა­ზად გა­ფორ­მე­ბუ­ლი უგე­მუ­რი საჭ­მ­ლის არ "მწამს". უპი­რა­ტე­სო­ბას სა­ლა­თებს ვა­ნი­ჭებ და თვი­თო­ნაც ვამ­ზა­დებ. მა­გა­ლი­თად, ქათ­მის ფი­ლეს მო­ხარ­შავ, და­ძიძ­გ­ნი, დიდ მწვა­ნე ვაშლს წვრი­ლად დაჭ­რი, ჩაყ­რი, ცო­ტა ბე­კო­ნი, მა­ი­ო­ნე­ზი, მა­რი­ლი გე­მოვ­ნე­ბით, პილ­პი­ლი არ უნ­და და მა­გა­რი რა­მე გა­მო­დის. ჩე­მებ­მა ამ სა­ლათას "მე­ჯიკ ზუ­რა" და­არ­ქ­ვეს (ი­ცი­ნის). კი­დევ გეტყ­ვით: კიტ­რი, სა­ლა­თის ფურ­ცე­ლი, ოხ­რა­ხუ­ში, 1 ს/კ თაფ­ლი და ერ­თი ცა­ლი ლი­მო­ნი ჩა­წუ­რუ­ლი. სა­ლათა­ში ძმარს არას­დ­როს ვუშ­ვ­რე­ბი, რად­გან პრო­დუქტს ვი­ტა­მი­ნებს აკარ­გ­ვი­ნებს. ლი­მონ­მა რომ თა­ვი­სი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, ცხელ წყალ­ში ჩაგ­დე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ვი­ტა­მი­ნებს კარ­გავს. თუ გინ­და, რკი­ნა მი­ი­ღო, ვაშ­ლი აუცი­ლებ­ლად ლი­მონ­თან ერ­თად უნ­და მი­ირ­თ­ვა. ჩ ვი­ტა­მი­ნიც გერ­გე­ბა და რკი­ნა­საც იღებ. უნ­და ეცა­დო, საკ­ვებ­მა გარ­გოს, აბა, რაც არ გარ­გებს, იმით უბ­რა­ლოდ ნაყ­რ­დე­ბი. მა­გა­ლი­თად, სო­კო არა­ნა­ი­რად არ მიყ­ვარს, მძი­მეა კუ­ჭის­თ­ვი­საც, ნაღ­ვ­ლის ბუშ­ტის­თ­ვი­საც და არა­ფე­რი სა­სარ­გებ­ლო მას­ში არ არის.

ვი­ტა­მი­ნე­ბით სავ­სე წვე­ნი

- თუ ხვდე­ბი, რომ ცივ­დე­ბი, იღებ თი­თო ცალ გრე­იპ­ფ­რუტს, ფორ­თო­ხალ­სა და ლი­მონს. ჭრი და მათ­გან წვენს აკე­თებ, ერ­თ­მა­ნეთ­ში ურევ და ას­ხამ ერთ სუფ­რის კოვზ ნორ­მა­ლურ თაფლს, ჩაყ­რი ოთხი კაკ­ლის ლებ­ნებს, ერთ ცალ დაჭ­რილ კივის. ამ სითხეს სამ ნა­წი­ლად გა­ყოფ და აუცი­ლებ­ლად ჭა­მის მე­რე სვამ, კუ­ჭი და ნაღ­ვ­ლის ბუშ­ტი რომ არ გა­ა­ღი­ზი­ა­ნოს. ყო­ველ­დღი­უ­რად ამის და­ლე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. ეს არის ვი­ტა­მი­ნე­ბის ნაკ­რე­ბი, რო­მე­ლიც ენერ­გი­ას გაძ­ლევს. ვი­საც ციტ­რუს­ზე ალერ­გია აქვს, ჯო­ბია, მის­გან თა­ვი შე­ი­კა­ვოს და ვაშ­ლი ან მი­სი წვე­ნი მი­ირ­თ­ვას. ბავ­შ­ვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ვაშლს კურ­კე­ბი­ა­ნად ვჭამ, მხო­ლოდ ყუნწს ვტო­ვებ. რო­გორც ვი­ცი, ვაშ­ლის კურ­კას რა­ღაც სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი აქვს. ინ­გ­ლი­სე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, დღე­ში ორ ვაშლს თუ მი­ი­ღებ, ექი­მის გზა და­გა­ვიწყ­დე­ბაო.

წაიკითხეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია