ცნობილმა მზარეულმა სასამართლოში დაამტკიცა, რომ ”მაკდონალდსის” პროდუქტების ჭამა არ შეიძლება

ცნობილმა მზარეულმა სასამართლოში დაამტკიცა, რომ ”მაკდონალდსის” პროდუქტების ჭამა არ შეიძლება

ცნობილმა მზარეულმა ჯეიმი ოლივერმა ”მაკდონალდსის” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი მოიგო და დაამტკიცა, რომ მისი პროდუქტების ჭამა არ შეიძლება. მსოფლიოში ცნობილმა მზარეულმა უმსხვილეს სწრაფი კვების რესტორანს სასამართლო მოუგო. ოლივერმა ფარდა ახადა საშინელ სიმართლეს იმის შესახებ, თუ რისგანაა სინამდვილეში ჰამბურგერის ხორცი დამზადებული.

ჯეიმსის განცხადებით, ”მაკდონალდსში” მომზადებულ კერძებს საკვებიც არ შეიძლება ეწოდოს. ხორცი ბიგ მაკებისთვის და ჰამბურგერებისთვის მზადდება ძროხის ქონისგან, რომელსაც ჰიდროქსიდის ამიაკში რეცხავენ. რომ არა ეს პროცესი, ”მაკდონალდსის” ხორცის ჭამა შეუძლებელი იქნებოდა.

ოლივერის თქმით, რესტორნების ქსელი იყენებს პროდუქტს, რომელსაც ძაღლებიც კი არ ჭამენ და აქცევს მას ადამიანისთვის მოსახმარ პროდუქტად. მაგრამ ამ ისტორიაში ტყუილზე აღმაშფოთებელი ის ფაქტია, რომ ჰიდროქსიდის ამიაკი ორგანიზმისთვის მომწამვლელია. ამასთან, პროდუქტებს ფერისთვის საღებავს უმატებენ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

იზოლაციაში მყოფი ჰარი უილიამს ტელეფონით ესაუბრა - როგორ ცდილობს ქეით მიდლტონი ერთმანეთზე განაწყენებული ძმების შერიგებას

რატომ არ უნდა შეეკამათო საყვარელ ქალს? - გია მურღულიას "ათი მცირე შეგონება პატარა და დიდი ბიჭებისთვის"

"ის დარჩება ბაბუად, რომელიც ბარბექიუს სპეციალისტი იყო და საოცარი იუმორი ჰქონდა...მე და მეგანს მუდამ გვემახსოვრება" - როგორ ემშვიდობებიან ჰარი და უილიამი პრინც ფილიპს