საქართველოს ყოფილი პარლამენტარი: მესი, ფაქტობრივად, სომეხია

საქართველოს ყოფილი პარლამენტარი: მესი, ფაქტობრივად, სომეხია

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ვან ბაიბურთმა გაზეთ "ახალ თაობასთან" ინტერვიუში არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" ფეხბურთელის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან.

- რაკი ხალისი ახსენეთ, ერთი ამბავი უნდა გაგახსენოთ. თქვენ რამდენიმე წლის წინ გვითხარით, რომ რონალდინიოს ბიცოლა არგენტინელი სომეხია და რონალდინიოს ძალიან უყვარს მისი მომზადებული ტოლმა. ეს გამონათქვამები დღემდე პოპულარულია, ჰოდა, ბიცოლას გვარს ხომ ვერ გვეტყვით?

- ბიცოლას გვარი არ ვიცი, მაგრამ ახალ ამბავს გეტყვით. რონალდინიოს ძმიშვილი სომეხს გაჰყვა ცოლად. სიძე ახალქალაქიდან არის წარმოშობით.. როგორც ამბობენ, პატარძალი ცოტა შავტუხაა. არა უშავს, არც

სიძე არ არის თეთრი.

როგორც მეუბნებიან, დიდი ქორწილი გადაიხადეს და მას კიმ კარდაშიანიც ესწრებოდა. ისიც მითხრეს, რომ მათ შეუღლებაში კარდაშიანის თითიც ურევია. ისე, ნუ გიკვირთ ხოლმე, რომ ცნობილებს სომხებთან ნათესაური კავშირი აქვთ. სომხები მთელ მსოფლიოში არიან მოდებულნი. შესაძლოა, კიდევ რომელიმე ვარსკვლავის ბიცოლა იყოს სომეხი.

სხვათა შორის, წლების წინ საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებში 2 სომეხი თამაშობდა. მაშინ საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. არც ვარსკვლავები გვაკლია.

სრულად წაიკითხეთ sportall.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია