ზომბი თბილისის ქუჩებში - საქართველოში The Walking Dead-ის მსახიობი ჩამოვიდა

ზომბი თბილისის ქუჩებში - საქართველოში The Walking Dead-ის მსახიობი ჩამოვიდა

მოსიარულე ზომბი, სერიალიდან The Walking Dead, თბილისში ჩამოვიდა. აეროპორტში მას ქართველი თაყვანისმცემლები დახვდნენ. მათ წინაშე მსახიობი საკუთარი პერსონაჟის ამპლუაში წარსდგა.

ერთ-ერთი პოპულარული სერიალის პერსონაჟი თბილისში ტელეკომპანია FOX-ისა და კავკასუს ონლაინის სპეციალური მოწვევით ჩამოვიდა.

ის დედაქალაქში სამი დღის განმავლობაში გაჩერდება. ვიზიტის ფარგლებში მსახიობი თბილისის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს, 5 მარტს კი გუდაურს ეწვევა.

მანამდე "ფეისბუქზე" გავრცელდა ფოტო, სადაც მსახიობი ძველ თბილისში, ქართლის დედის ქანდაკების ფონზეა გადაღებული.

ასევე სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ The Walking Dead-ის მსახიობი "კორკოტასთან" ერთად ქეიფობს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია