კახა კალაძე -არანაირი სტრატეგიული შეთანხმება მხოლოდ ორ პარტიას შორის არ მიმდინარეობს

კახა კალაძე -არანაირი სტრატეგიული შეთანხმება მხოლოდ ორ პარტიას შორის არ მიმდინარეობს

არანაირი სტრატეგიული შეთანხმება მხოლოდ ორ პარტიას შორის არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, პრემიერ- მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და "რესპუბლიკელებს" შორის გამართული შეხვედრის კომენტირებისას "იმედის" ეთერში განაცხადა.

კალაძის განმარტებით, მომავალში აუცილებლად იქნება საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ წარდგება კოალიცია "ქართული ოცნება" არჩევნებზე. მისივე თქმით, გიორგი კვირიკაშვილი კოალიციაში შემავალ სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც შეხვდება.

"ჩვენ მივესალმებით, თუ კოალიციაში იქნება ერთობა და ერთობლივად მივიღებთ მონაწლეობას არჩევნებში. სასაუბრო იქნება, თუ როგორ წარვდგებით არჩევნებზე, რადგან ყველა პარტიას აქვს თავისი ხედვა. ეს საკითხი რა თქმა უნდა ერთიან კონტექსტში პრემიერ-მინისტრთან, კოალიციის ლიდერთან იქნება გასავლელი. ყველა პარტიასთან იქნება შეხვედრა, როგორც "რესპუბლიკურ პარტიასთან", ისე კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებთან. ეს ნორმალური პროცესია, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება რევოლუციების გზით არ მოხდება. არის არჩევნები, სადაც ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს, ნებისმიერ პარტიას შეუძლია წარმოადგინოს ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვა, გააცნონ საქართველოს მოსახლეობას და მოსახლეობამ არჩევნების გზით მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში", - განაცხადა კახი კალაძემ.

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გუშინ, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძალიან მალე "რესპუბლიკურ პარტიასა" და პარტია "ქართულ ოცნებას" შორის ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობა დასრულდება. ჟურნალისტების კითხვაზე, "რესპუბლიკური პარტიისა" და პარტია "ქართული ოცნების" ორპარტიულ შეთანხმებაზე შესაძლო გადასვლა ნიშნავს თუ არა იმას, რომ კოალიცია ახალ ფორმატზე გადადის, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სიახლე ყველაფერს სჭირდება, მათ შორის კოალიციას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."