როგორი უნდა იყოს ქრისტიანული საკურთხი და როდის აღინიშნება მიცვალებულთა დღეები

როგორი უნდა იყოს ქრისტიანული საკურთხი და როდის აღინიშნება მიცვალებულთა დღეები

არ არსებობს ოჯახი, სადაც მიცვალებულთა ხსოვნას არ აფასებენ. ქართველები საფლავებსაც მოწიწებით ვუვლით და გარდაცვლილთა ხსენების დღეებიც წესების დაცვით გვინდა აღვნიშნოთ. თუმცა ყველამ არ იცის, როგორ მიაგოს პატივი გარდაცვლილს და როგორ აღნიშნოს მიცვალებულთა დღე, როდის მოამზადოს კორკოტი და როგორი უნდა იყოს საკურთხი? გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):

- მიცვალებულთა მოხსენიებისთვის წლის განმავლობაში დაწესებულია განსაკუთრებული დღეები. რომელია ეს დღეები და რატომ დაწესდა?

- ყველა მიცვალებულს არ ჰყავს მომხსენებელი. რამდენიმე თაობის შემდგომ იშლება მეხსიერებიდან წინაპართა სახელები. ამიტომ ეკლესიამ IV საუკუნიდან დააწესა საგანგებო დღეები მოხსენიებისა. მოციქულთა გარდამოცემა მტკიცედ დაიცვეს მათმა მოწაფეებმა, ხოლო წმინდა საბა განწმენდილმა კი V საუკუნეში საგანგებო მსახურება შექმნა მათდამი მიძღვნილი. მიცვალებულის ხსენების დღეები მოძრავია და აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ამიტომ უმჯობესია, საეკლესიო კალენდარი გამოიყენოთ, სადაც ყველა ეს დღე გასაგებად არის აღნიშნული.

- მიცვალებულთათვის ტრადიციულად ხორბლისგან ვამზადებთ კორკოტს ან წანდილს. ერთი მარილიანია, მეორე - ტკბილი. აქვს მნიშვნელობა, როდის რომელს მოვამზადებთ?

- არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შეგიძლიათ სურვილისამებრ ორივე მოამზადოთ. კორკოტი ერთგვარი მსხვერპლია და ამასთანავე ხორბალი განასახიერებს ნაყოფს, რომელიც მიწაში ჩათესვისას ლპება და ახალ თავთავს იღებს. ჩვენც გამოვხატავთ ნდობას ღვთისადმი, რომ ჩვენს სულებს მსგავსად აღადგენს სასუფევლისთვის.

- რატომ ამზადებენ მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში საკურთხს და რისგან უნდა შედგებოდეს იგი?

- ქრისტიანებს ადრე მიჰქონდათ ეკლესიაში ძღვენი, მოიხსენიებდა სასულიერო პირი და შემდგომ გაჭირვებულებს ურიგებდნენ ოჯახის წევრები. საკურთხში აუცილებლად უნდა შედიოდეს მარილი, ზეთი, ღვინო, ხორბალი. ხოლო დანარჩენი ისაა, რაც გინდათ, რომ ძღვნად მიართვათ ქრისტიანს მოწყალების სახით.

- საკურთხი ეკლესიაში უნდა იკურთხოს. შემდეგ უნდა წამოვიღოთ თუ იქვე დავტოვოთ გაჭირვებულთათვის?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია