"ერთ კვირაში პუტინი მოკლავს ამ გოგონას. ნელი სიკვდილით. ყველას თვალწინ..."

"ერთ კვირაში პუტინი მოკლავს ამ გოგონას. ნელი სიკვდილით. ყველას თვალწინ..."

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე უკრაინელი მფრინავი ქალის, ნადეჟდა სავჩენკოს შესახებ წერს:

"რატომ შეიძლება იყოს ქართველი პუტინისტი? არა და რომ არიან? თანაც საკმაოდ ბევრნი? ან რატომ მხოლოდ ქართველი? როგორ შეიძლება ზოგადად, ადამიანს მოგწონდეს პუტინი?

ერთ კვირაში ის მოკლავს ამ გოგონას. ნელი სიკვდილით. ყველას თვალწინ. მარკესის სტილში. მსოფლიო ამ ამბის მოწმე ხდება გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკით.

ოქტომბერში, საქართველოში, არჩევნებზე, სულ მცირე, ათიდან ერთი ქართველი პუტინს დაუჭერს მხარს. ზოგი იტყვის მწვანილი გვეყიდებაო, ზოგიც ვაშლიო, ზოგი ერთმორწმუნეობას მოიშველიებს და ზოგიც უბრალოდ ჯინაზე. ვის ან რის ჯინაზე რომ ვერ გარკვეულან. ზოგი ამაში ფულს შოულობს. პუტინისაგან. ან ელის, რომ სამომავლოდ იშოვის, ოღონ იქ კი არა, არამედ აქ!

ძალაუფლება ფულიაო! საქართველოში ხომ, მთლად ადვილი ფული.

ქართველობას გვართმევენო. მოუშვიათ წვერები, ჩაუცვამთ ჩოხები და აბრიყვებენ ხალხს თავიანთი ”ეროვნულობით” დარბაზებიდან თუ ტელეეთერებიდან.

პუტინი შეგვინარჩუნებს ქართველობას არა?!

ერთ კვირაში ასეულ მილიონობით ადამიანს აუხელს ეს გოგონა თვალს. საუბედუროდ, სიკვდილის შემდეგ!", - წერს გოცირიძე.

ნადეჟდა სავჩეკოს რუსეთის ხელისუფლება რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში სდებს ბრალს. რუსეთის პროკურატურა მისთვის სასჯელის სახით 23 წლიან პატიმრობას ითხოვს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს