ლევან გაჩეჩილაძე ასათიანს და გოგელიას ტელეკომპანიის შენობასთან დაკავშირებით საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებას სთავაზობს

ლევან გაჩეჩილაძე ასათიანს და გოგელიას ტელეკომპანიის შენობასთან დაკავშირებით საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებას სთავაზობს

ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე მაკა ასათიანს და კოტე გოგელიას ტელეკომპანიის შენობასთან დაკავშირებით საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებას სთავაზობს.

როგორც ლევან გაჩეჩილამძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ საიჯარო ხელშეკრულოების გაგრძელებასთან დაკავშირებით უარს მიიღებს, ლოგიკურ ვადებში ალტერნატიულ ფართს მოძებნის.

"რაც შეეხება შენობას, "მაესტრო" რჩება იმ შენობაში, სადაც არის, რადგან ეს ძალიან ბევრ ტექნიკურ საკითხთან არის დაკავშირებული. მე შევთავაზე მაკას და კოტე გოგელიას ადვოკატს საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება. თუ ამ ხელშეკრულების გაგრძელება არ მოხდება ძალიან ლოგიკურ ვადებში, რომ არ შეწყდეს ეთერი, ჩვენ ალტერნატიულ ფართს გამოვნახავთ", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში დანიშნავს ორ მოადგილეს, რადგან ფინანსური და ადმინისტრაციული კუთხით ბევრი საქმეა გასაკეთებელი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."