5 რამ, რაც არ უნდა შეუკვეთოთ "ფასტ ფუდ" რესტორნებში

5 რამ, რაც არ უნდა შეუკვეთოთ "ფასტ ფუდ" რესტორნებში

"ფასტ ფუდი" სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი ხარისხი უმჯობესდება. გაიგეთ სიმართლე იმ ადამიანებისგან, ვისაც თავად უმუშავია ამ ინდუსტრიაში. სწრაფი, იაფი და ნოყიერი - არ უნდა იყოს თქვენი ერთადერთი მოთხოვნა. ფასტ ფუდ რესტორნების თანამშრომლების რჩევები, რას უნდა ერიდოთ ყველაზე მეტად ასეთ ადგილებში:

დონატები (დანკინ დონათსი)

"დანკინ დონათსის" თანამშრომელი აცხადებს, რომ ყველა დონატი და სხვა ტკბილეული გაყინულ მდგომარეობაში იგზავნება ფილიალებში და შემდეგ ხდება მათი გათბობა.

ბარბიქიუ სენდვიჩი (KFC)

"ქეი-ეფ-სის" სტაჟიანი თანამშრომელი ყვება, რომ ბარბექიუ სენდვიჩები ბებერი ქათმებისგან კეთდება. აშრობენ ბარბექიუ სოუსით ქათმის ხორცს და შემდეგ ერთი თვე ღუმელში ინახავენ.

კინოთეატრების პოპკორნი

არაფერია იმაზე ბუნებრივი, ვიდრე კინოთეატრში პოპკორნის ჭამა. მაგრამ, არ იყიდოთ პოპკორნი პირველი სეანსის დღეს, ის წინა დღეს მორჩენილი პოპკორნია, რომელსაც დიდი პოლიეთილენის პარკებში ყრიან და დილისთვის ხელახლა ათბობენ.

"ვენდის" ჩილი

"ხორცი, რომელსაც ჩილიში იყენებენ, არის ვადაგასული და გამომშრალი, მას ათბობენ, სანამ საკმარისად არ გამოცხვება ჩილისთვის, შემდეგ ყინავენ და მეორე დღეს ალღობენ", - ყვება "ვენდის" თანამშრომელი.

ყავა "მაკდონალდსში"

"დიდი ხანია "მაკდონალდსში" ვმუშაობ და ყველა ადამიანს, ვინც ჩემთვის ძვირფასია,  ვაფრთხილებ, რომ არასოდეს შეუკვეთონ არაფერი, რაც ყავის მანქანიდან ისხმება. გარდა იმისა, რომ თანამშრომლები კარგად არ არიან მომზადებულები, თუ როგორ იმუშაონ დანადგართან, არც მენეჯერებმა, რომლებიც მათ წვრთნიან, არ იციან არაფერი. მანქანა, საიდანაც ყავა ისხმება, საშინლად ჭუჭყიანია. შიგნით გაუწმენდავი, თხევადი ნაგავია მიმხმარი კედლებზე", - ყვება "მაკდონალდსის" თანამშრომელი.

მომზადებულია organichealth.co-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს