ფრედერიკ ბეგბედერის შეხვედრა ქართველ მკითხველთან და "99 ფრანკის" სპეციალური გამოცემა

ფრედერიკ ბეგბედერის შეხვედრა ქართველ მკითხველთან და "99 ფრანკის" სპეციალური გამოცემა

რამდენიმე დღეში თბილისს ცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი ესტუმრება. ქართველ მკითხველს ავტორთან შეხვედრის უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა - 11 მარტს 15:30 საათიდან 17:00 საათამდე "ბიბლუსი გალერეაში" ფრედერიკ ბეგბედერი მათ შეკითხვებს უპასუხებს და ავტოგრაფებს დაარიგებს.

ავტორის ვიზიტთან დაკავშირებით გამომცემლობა "პალიტრა L" გამოსცემს ბეგბედერის საქვეყნოდ აღიარებული წიგნის - "99 ფრანკის" სპეციალურ ვერსიას, რომლის შეძენას 10 მარტიდან შეძლებთ წიგნის მაღაზიებში და ვიზიტის დღეს "ბიბლუსი გალერეაში".

"პალიტრა L" ფრედერიკ ბეგბედერის წიგნებს 2012 წლიდან გამოსცემს. უკვე გამოიცა: "99 ფრანკი", რომელიც შევიდა სერიაში, "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", ცალკეულ გამოცემებად გამოვიდა "Windows On The World", "საბოლოო აღწერა ჩამოფასებამდე", "მიშველე, ბოდიში" . ბეგბედერის სამტომეული გამოიცა "ჩემი რჩეული მსოფლიოს" ფარგლებშიც. მასში შევიდა წიგნები: "ფრანგული რომანი", "99 ფრანკი", "მოსიყვარულე ეგოისტი","Windows On The World".

თანამედროვე ფრანგი მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი და გამომცემელი ფრედერიკ ბეგბედერი დაიბადა 1965 წელს საფრანგეთში. თავის ოჯახს ძალიან ბურჟუაზიულს უწოდებს და ამბობს, რომ ამ ფენისგან გამოყოფა მოისურვა. გამოეყო კიდეც თავისი სკანდალური რომანით - 2000 წელს გამოიცა ბეგბედერის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები "99 ფრანკი" , რომელსაც მალევე მოყვა ავტორის აღიარება, თუმცა რომანის სიუჟეტისა და მასში ასახული თანამედროვე რეალობის გამო ბეგბედერი სარეკლამო სააგენტოდან დაითხოვეს. "99 ფრანკის" სხვადასხვა ენაზე თარგმნამდე მხოლოდ საფრანგეთში 400 000 ეგზემპლარი გაიყიდა.

ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოს "ჟურნალი 12"-ის რედაქტორის, ოლგა ბაბლუანის მოწვევით ესტუმრება. ვიზიტის ფარგლებში, 11 მარტს, ავტორი გამართავს პრესკონფერენციას მედიის წარმომადგენლებისათვის და მწერალთა სახლში დახურულ შეხვედრაზე შეხვდება ქართველ მწერლებს. 12 მარტს გაიმართება მისი ახალი ფილმის "სიყვარული ცოცხლობს 3 წელის" ჩვენება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს