სერბეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სერბეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სერბეთის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც წყალდიდობის საფრთხეს უკავშირდება.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმის შემოღება ხდება პრევენციის მიზნით, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყნის ყველა შესაბამის ორგანოს, მოქალაქეებისა და მათი ქონების გადასარჩენად, ასევე წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის თვალსაზრისით მუშაობა დააჩქაროს.

ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარეები კალაპოტებიდან გადმოვიდა და ცალკეული რაიონები დატბორა.

სერბი მეტეოროლოგები სტიქიის გაგრძელებას მომავალი კვირის სამშაბათამდე პროგნოზირებენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა