პრემიერის საგანგებო თათბირი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელობასთან

პრემიერის საგანგებო თათბირი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელობასთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალასთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელობასთან საგანგებო თათბირი გამართა. ინფორმაციას აღნიშნული შეხვედრის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალასთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებების პირველი პირები შეკრიბა და მათ მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიების დავალება მისცა.

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური დაესწრნენ", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."