ციხისძირში ხის გადასატანად სამუშაოები მიმდინარეობს

ციხისძირში ხის გადასატანად სამუშაოები მიმდინარეობს

ციხისძირში ასწლოვანი ხის გადასატანად სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანია "ზიმოს" წარმომადგენლებმა ხე სპეციალურ პლატფორმაზე განათავსეს, თუმცა გადატანის პროცესი დღეს არ მოხდება.

კომპანიის ინჟინერის ირაკლი შონავას განცხადებით, ხის გადატანის პროცესი უამინდობია გამო შეჩერდა. მისივე თქმით, როგორც კი შეწყდება ზღვაზე ღელვა, ხეს გადაიტანენ.

ციხისძირიდან ხის გადარგვის სამუშაოები იანვარში დაიწყო, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და "პარტიზანი მებაღეები" აპროტესტებდნენ. ასწლოვანი მცენარის გადატანის საწინააღმდეგო აქციაზე რამდენიმე პირიც დააკავეს. ციხისძირიდან ტიტას ხე გურიაში დენდროლოგიურ პარკში გადაირგვება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია