"ქართველი პატარძლები დაშტამპულები არიან, ყველაფერი ერთნაირი აქვთ" - ქართული ქორწილებს დიზაინერის შეფასებები

"ქართველი პატარძლები დაშტამპულები არიან, ყველაფერი ერთნაირი აქვთ" - ქართული ქორწილებს დიზაინერის შეფასებები

ქორწილის დღე ყველაზე მნიშვნელოვანი და საოცნებოა. ყველა გოგონა ბავშვობიდან გეგმავს, ოცნებაში ხატავს, თუ როგორი გრანდიოზული და სასიამოვნო ქორწილი ექნება. რა მოდური ტენდენციებია დღეისთვის საქართველოში ამ კუთხით, რა ჯდება გრანდიოზული ქორწილის გადახდა, ამ და სხვა თემაზე ქოწილების და ივენთების ორგანიზატორს, დიზაინერ ედემი გვარმიანს ვესაუბრეთ, რომელსაც ამ სფეროში საკმაო გამოცდილება დაუგროვდა.

- ყველაფერი დაახლოებით 12 წლის წინ დაიწყო. რესტორანში ვმუშაობდი მიმტანად, ხშირად მთხოვდნენ ლარნაკებში ყვავილების ჩალაგებას, სხვადასხვა საქორწილო დეტალის გაკეთებას. არც მიფიქრია, რომ ოდესმე ქორწილების გაქორმებას დავიწყებდი. ერთი ძალიან გავლენიანი ქალი მოვიდა რესტორანში, რომელსაც ბრილიანტის ბიზნესი ჰქონდა, აფრიკიდან ჩამოჰქონდა ძვირფასეულობა. გადაწყვიტა, ჩვენთან გადაეხადა შვილის ქორწილი. რესტორნის მეპატრონემ მითხრა, რომ მე უნდა გამეფორმებინა ეს ქორწილი. თავიდან დავიბენი და შემეშინდა. ქალბატონი ლალი დარწმუნებული იყო ჩემს შესაძლებლობებში, მაგრამ დამკვეთი ცოტა ეჭვის თვალით მიყურებდა. პირველი ჰონორარი გადამიხადეს მხოლოდ ყვავილების ფული - 150 ლარი. მაშინ ჯერ კიდევ იყო დეზერტირების ბაზარი, წავედი, ვიყიდე აუარებელი ყვავილები. რესტორანში მივედი ღამე და დავიწყე გაფორმება, ყვავილების გარდა არანაირი რესურსი არ მქონდა, არც ქსოვილი, არც შანდლები. მთელი ღამე ვმუშაობდი, სრული თავისუფლება მივეცი ფანტაზიას. ვფიქრობდი, ან იმ დონეზე უნდა მოეწონოს, რომ გაგიჟდეს, ან ყველაფერი თავზე უნდა დამამხოს-მეთქი. იმ დროისთვის საქართველოში მხოლოდ ორი კომპანია იყო, რომლებიც შანდლებით და ხელოვნური გვირგვინებით სტანდარტულ გაფორმებას აკეთებდნენ. წავედი ელიავაზე, ვიყიდე მავთული, დავახვიე ყვავილები, მავთულს მივეცი საოცარი ფორმები. თავზე ისე დამათენდა, ვერც გავიგე.

დილის 10 საათია და კარზე კაკუნის ხმა ისმის - თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე დამიარა ჟრუანტელმა. გაიღო კარები და შემოდის ეს ქალბატონი, მე პატარა ბავშვივით ვდგავარ და შევყურებ თვალებში, რას იზამს. ჩემდა მოულოდნელად, ვხედავ, რომ ცრემლები გადმოსცვივდა და მითხრა, მსგავსი სილამაზე არ მინახავსო. ეს იყო ყველაზე ბედნიერი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. 2000-მდე ქორწილი მაქვს გაკეთებული, მაგრამ ვთვლი, რომ ის საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყო. მახსოვს, ამოიღო 50-დოლარიანი და სულ ძალით ჩამიტენა ჯიბეში. ცოტა ხანში რესტორნის მეპატრონემ დამიბარა კაბინეტში, შემაქო და ჩემს ჰონორარს მანაც დაუმატა 100 ლარი. ორ კვირაში დამიბარეს სხვა რესტორანში და ამის მერე დაიწყო, რაც დაიწყო (იცინის). დავამსხვრიე სტერეოტიპები, არასოდეს გამიკეთებია ერთნაირი, სტანდარტული გაფორმება, ჩემი დიზაინი ყოველთვის კრეატიულობით გამოირჩეოდა.

- პროფესიით ვინ არის ედემი გვარმიანი?

- დამთავრებული არაფერი არ მაქვს. ძალიან კარგად ვხატავდი, მინდოდა აკადემიაში ჩაბარება, მაგრამ ისე მოულოდნელად ჩავერთე ამ სფეროში, რომ ვეღარ მოვახერხე სწავლის გაგრძელება, საკმარისი დრო აღარ მქონდა.

- საქართველოში განვითარების რა ეტაპზე ეს სფერო?

- კავკასიის ქვეყნებთან შედარებით, გემოვნება ქართველ მომხმარებელს უფრო დახვეწილი აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, რესურსი და მატერიალური საშუალება არ გვიწყობს ხელს. ბოლო 2-3 წელიწადია დამკვიდრდა ის ტენდენცია, რომ პატარძლებს ხაშლამაზე მეტად აინტერესებთ ქორწილის ვიზუალური მხარე.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია