თურქეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის "ცხელი ხაზის" ნომერს აქვეყნებს

თურქეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის "ცხელი ხაზის" ნომერს აქვეყნებს

თურქეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის "ცხელი ხაზის" ნომერს აქვეყნებს. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე +905336903040.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თურქეთში საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ განუცხადა, ამ დროისთვის საელჩოში საქართველოს მოქალაქეების დაშავების ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ შესულა. მისი თქმით, საელჩო მუდმივ კავშირზეა საავადმყოფოებთან და პოლიციასთან. ამჟამად მიმდინარეობს დაშავებულთა და გარდაცვლილთა იდენტიფიცირება.

ამასთან, ელჩი თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ახლობლებს მიმართავს, ნუ შეშინდებიან, თუ თავიანთ ახლობლებთან დაკავშირებას ვერ შეძლებენ, რადგან ამ ეტაპზე სატელეფონო და ინტერნეტკომუნიკაცია გართულებულია. კოპლატაძის განცხადებით, ამჟამად არსებული ინფორმაციით, ანკარაში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 34 და დაშავებულია 125 ადამიანი.

ანკარაში მომხდარი აფეთქების და მსხვერპლის გამო თურქ ხალხს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უსამძიმრებს.

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, არიან დაშავებულებიც. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ვიზიარებ ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის მწუხარებას. მინდა იცოდეთ, რომ ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხი თქვენ გვერდითაა", - ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია