9 შეცდომა, რომელიც გავლენიანმა დასავლურმა გამოცემებმა დაუშვეს

9 შეცდომა, რომელიც გავლენიანმა დასავლურმა გამოცემებმა დაუშვეს

წარმოგიდგენთ შემთხვევებს დასავლურ მედიაში, როდესაც მედიასაშუალებებს სერიოზული შეცდომები გაეპარათ.

1. "ნიუ-იორკ პოსტმა" 2013 წელს ბოსტონის მარათონზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, გაზეთის პირველ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასახული იყო ორი ახალგაზრდა მამაკაცი. სათაური იუწყებოდა, რომ სწორედ ეს ორი ადამიანი იყო პასუხისმგებელი აფეთქებებში. როგორც გაირკვა, მათ არანაირი ბრალი არ მიუძღოდათ მომხდარში და ახალგაზრდებმა გამოცემას უჩივლეს.

2. კანადურმა გაზეთმა The Globe and Mail ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მაიკლ ჰაიდენის შესახებ დაწერა, რომ ის აეროპორტში სროლისას დაიღუპა. მედია "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ ყალბ ინფორმაციას დაეყრდნო.

3. 2000 წელს Associated Press-მა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასახული იყო დასისხლიანებული მამაკაცი და პოლიციელი ჯოხით ხელში. ფოტოს ახლდა წარწერა: "ისრალის პოლიცია და პალესტინელი მამაკაცი". ფოტო და წარწერა ერთად აღიქმებოდა ისე, თითქოს პოლიციელმა პალესტინელი ცემა. მაგრამ სინამდვილეში დასისხლიანებული მამაკაცი ამერიკელი ებრაელი ტუვა გროსმანი გახლდათ, რომელიც იერუსალიმში გავლით მოხვდა და პალესტინელების განრისხებული ჯგუფის თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ფოტოზე აღბეჭდილი იყო ის ეპიზოდი, როდესაც პოლიციელმა მამაკაცი გადაარჩინა.

4. გამოცემამ The Sun გამოაქვეყნა სტატია ჯოანა იეითსის შესახებ, რომელზეც განახორციელეს სექსუალური ძალადობა და დაახრჩვეს. გაზეთში გამოქვეყნდა დამნაშავის ფოტო, სადაც ჭაღარა მამაკაცზე წერდნენ, რომ ის გახლდათ მკვლელი და მოძალადე. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ გამოცემამ შეცდომა დაუშვა და რეალური დამნაშავე სულ სხვა პიროვნება იყო.

5. 1983 წელს გამოჩნდა "ჰიტლერის დღიურები", მისი პირადი ჩანაწერების დიდი არქივი. დღიურები 9.3 მილიონ გერმანულ მარკად დასავლეთ გერმანულმა გამოცემა "სტერნმა" შეიძინა. შემდეგ მან ჩანაწერების გამოქვეყნების უფლება მიყიდა ამერიკულ გამოცემა The Sunday times-ს. რამდენიმე პუბლიკაციის შემდეგ გაირკვა, რომ ჩანაწერები ყალბი იყო. შედეგად, ყალთაბანდობისთვის რამდენიმე ადამიანი ციხეში ჩასვეს, გაზეთების რედაქტორებმა კი სამსახური დაკარგეს.

6. 2006 წელს "როიტერმა" გამოაქვეყნა პალესტინის ერთ-ერთი ქალაქის ფოტო, რომელიც ისრაელის ავიაციის დარტყმიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იყო გადაღებული. სააგენტოს ფოტოგრაფმა მეტი დრამატიზმისთვის, სურათი ფოტოშოპით დაამუშავა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც "როიტერის" ფოტო უმსხვილესმა გამოცემებმა გადაბეჭდეს. სააგენტომ ბოდიში მოიხადა და ფოტორეპორტიორი სამსახურიდან გაათავისუფლა, მისი 920 ფოტო კი საიტიდან წაშალა. ასევე, "როიტერმა" რამდენიმე წლის წინ შეცდომით გამოაქვეყნა ჯორჯ სოროსის ნეკროლოგი, რაზეც ასევე ბოდიში მოიხადა.

7. 2011 წელს "ბლუმბერგმა" აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ინტერვიუ გამოაქვეყნა. აზერბაიჯანულმა მხარემ პრეტენზია გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ფრაზა, რომელიც სათაურში იყო გატანილი, ალიევს არ უთქვამს. სააგენტომ ბოდიში მოიხადა და მომხდარი ტექნიკური ხარვეზით ახსნა.

8. 2003 წელს "ნიუ იორკ თაიმსში" სკანდალი ატყდა. აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტი ჯეისონ ბლერი 4 წლის განმავლობაში რედაქტორებს და მკითხველს ატყუებდა. კერძოდ, სხვა მედიასაშუალებებიდან მითვისებულ მასალებს თავის ექსკლუზიურ რეპორტაჟებად ასაღებდა და აქვეყნებდა ყალბ ინტერვიუებს. გაზეთიდან არა მხოლოდ თვითმარქვია ჟურნალისტი მიაბრძანეს, არამედ ორი რედაქტორიც.

9. ბოდიშის მოხდა ამერიკულ "ენბისისაც" მოუხდა. ტელევარსკვლავმა ბრაიან უილიამსმა პირდაპირ ეთერში მოჰყვა, თუ როგორ ჩამოაგდეს ერაყელმა მეამბოხეებმა ის ვერტმფრენი, რომელშიც ჟურნალისტი იჯდა და როგორ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილი იყო. ტელევარსკვლავი სამსახურიდან გაუშვეს.

მომზადებულია cracked.com-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა