"აღსრულდა!" - სტუდენტების პროტესტი უნივერსიტეტში და "უკან დახეული" კანცლერობის კანდიდატი

"აღსრულდა!" - სტუდენტების პროტესტი უნივერსიტეტში და "უკან დახეული" კანცლერობის კანდიდატი

"უკან ვიხევ მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე" - ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა განაცხადა, თუმცა, არ განუმარტავს, რა იგულისხმა "უკან დახევაში" და აპირებს თუ არა კანდიდატურის მოხსნას. მისივე განმარტებით, ყოველთვის იქნება უნივერსიტეტის გვერდით.

იხილეთ ვიდეო

"ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ჩემს გვერდით, მაგრამ დღეს უნივერსიტეტში არის უმართავი მდგომარეობა. რაღაც ნაწილს თუ მაინც ეს პრობლემა მოაგვარებს, რომლებსაც ვითომდა ბრალდებები ჰქვია, მე მზად ვარ ეს გავაკეთო", - განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.

"აღსრულდა!" - ამ სიტყვით შეატყობინა კანცლერობის კანდიდატის გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ლორთქიფანიძემ, რასაც ხმამაღალი შეძახილები და ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

თუმცა, სტუდენტები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, მათ დარჩათ კიდევ ორი მოთხოვნა: უნივერსიტეტში ე.წ "ოდეერების" გამოვლენა და სტუდენტური თვითმმართველობის რეორგანიზაცია.

ფოტო: თიკო ციცვიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია