"თავის ტრავმის მიღებიდან 1-2 საათის განმავლობაში ბავშვმა არ უნდა დაიძინოს" - აუცილებელი გაფრთხილებები ტრავმების დროს!

"თავის ტრავმის მიღებიდან 1-2 საათის განმავლობაში ბავშვმა არ უნდა დაიძინოს" - აუცილებელი გაფრთხილებები ტრავმების დროს!

მშობელთა უყურადღებობის თუ სხვა მიზეზების გამო ბავშვები ხშირად იღებენ თავის ტრავმებს. რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმ მომენტში და რა შემთხვევაშია აუცილებელი ნევროპათოლოგთან ვიზიტი - გვესაუბრება პედიატრიული პრივატ კლინიკის ნევროლოგი ინგა ბულია:

- სამწუხაროდ, ნებისმიერი ასაკის ბავშვი შეიძლება წაიქცეს და მიიღოს ქალა-ტვინის ტრავმა. გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის თავის ქალას ძვლები ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, ისინი პლასტიური და მოძრავია, ამიტომაც უმნიშვნელო დარტყმაც კი შეიძლება სერიოზული ტრავმა აღმოჩნდეს. თავის ტრავმის მიღების შემდეგ ბავშვი უნდა იწვეს საწოლში, თავი უნდა ედოს პატარა ბალიშზე. გულისრევის და ღებინების შენთხვევაში - გვერდზე. პაციენტის მდგომარეობის ადექვატური შეფასების მიზნით, ქალა-ტვინის ტრავმის მიღბიდან 1-2 საათის განმავლობაში ბავშვმა არ უნდა დაიძინოს. მნიშვნელოვანია მუდმივი მეთვალყურეობა 24 საათის განმავლობაში. თავზე არსებული ნაჭდევები, ექსკორიაციები, სისხლმდენი ჭრილობები უნდა დამუშავდეს წყლით, საპნით და შემდეგ დაედოს სტერილური ნახვევი. არ შეიძლება ბავშვის, განსაკუთრებით ახალშობილის რწევა. ყველაზე მსუბუქი არის თავის რბილი ქსოვილების ტრავმა. ამ დროს თავის ტვინის დაზიანება არ ხდება, დარტყმის ადგილას ვითარდება მცირე ზომის ნაჭდევი ან ადგილობრივი შეშუპება.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს