პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა - ერთ-ერთი ცნობილი ჰაკერის მამაა

პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა - ერთ-ერთი ცნობილი ჰაკერის მამაა

არსებული ინფორმაციით, მთავარმა პროკურატურამ ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა.

როგორც ტელეკომპანია "იმედი" იუწყება, დაკავებულები კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიორგი ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე არიან. ტელეკომპანია ინფორმაციით, მათი აყვანა სწორედ ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ვიდეოკადრებს უკავშირდება.

ჯამალაშვილის ადვოკატ გიორგი ფოფხაძის ინფორმაციით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და არ იცის, რისთვის არის დაკავებული.

ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფებოდა ადვოკატ ფხაკაძის მეუღლე, რომელიც პირად საუბარში აცხადებს, რომ მათი კუთვნილი ბინიდან პირადი კომპიუტერი, სხვადასხვა ნივთი, მათ შორის მობილური ტელეფონები ამოიღეს.

იხილეთ დაკავების ამსახველი კადრები

"ზურაბ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერის, ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც 2012 წლის ნოემბერში კიბერდანაშაულისთვის დააკავეს. ის გირაოთია გათავისუფლებული", - აცხადებს "იმედი".

მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კუდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ ჯამალაშვილია დაკავებული. შესაბამისი კომენტარი უწყების პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში გააკეთა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი პირი – ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე, პროკურატურაში ამის შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობენ. "ამ ეტაპზე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დაკავებულია ზურაბ ჯამალაშვილი, სხვა დეტალებზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ", - განაცხადეს უწყებაში.

ბოლო დღეების განმავლობაში ინტერნეტით პირადი ცხოვრების ამსახველი ორი ვიდეო გავრცელდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ