"ბოლო დროს გვითვალთვალებდნენ" - რას ყვება ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე

"ბოლო დროს გვითვალთვალებდნენ" - რას ყვება ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე

ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე თეა ჯამალაშვილი ქმრის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

შესაბამისი კომენტარი თეა ჯამალაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში თბილისის პროკურატურასთან გააკეთა.

მისივე თქმით, ზურაბ ჯამალაშვილი ქუჩაში დააკავეს, თუმცა კონკრეტულად სად - უცნობია. "სახლში არ დაუკავებიათ. არ ვიცი სად მოხდა მისი დაკავება. არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. სახლიდან წაიღეს ჩემი პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი, ლეპტოპი. ჩემ პირად ნივთებს რა კავშირი აქვს ჩემ მეუღლესთან არ ვიცი. ეს არის აბსოლუტური გაუგებრობა და მე თვითონ შოკში ვარ. მე დავადგენ იმ ფაქტს, რომ ჩემი ქმარი აბსოლუტურად უდანაშაულოა", - განაცხადა თეა ჯამალაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მასსა და მის მეუღლეზე თვალთვალი მიმდინარეობდა. "თვალთვალი შევამჩნიე ბოლოს, მაგრამ რასთან დაკავშირებით უნდა ეთვალთვალად, ჩემთვის უცნობია. 2 ადამიანი მითვალთვალებდა და მანქანა მუდმივად დამყვებოდა. ჩემ სახლთანაც იდგნენ მუდმივად და რატომ იდგნენ არ ვიყავი საქმის კურსში", - განაცხადა ჯამალაშვილმა.

მთავარმა პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დაკავებულები არიან ბრალდებულის სახით, პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე.

ზურაბ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერის, ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც 2012 წლის ნოემბერში კიბერდანაშაულისთვის დააკავეს. ის გირაოთია გათავისუფლებული. ვასილი აცხადებს, რომ მამასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა და ჩანაწერების საქმესთან კავშირი არ აქვს. ვასილ ჯამალაშვილის ინფორმაციით, მამამისი ძალოვან უწყებაში არ მუშაობდა. "მე და მამაჩემს ახლო ურთიერთობა არ გვქონდა, სხვა ოჯახი ჰყავს და ინფორმაციას საერთოდ არ ვფლობ. ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ძველ ამბებს თუ გადახედავთ, მე ვირუსთან დაკავშირებით მქონდა ბრალი წაყენებული და ამ ჩანაწერებთან კავშირი არ მაქვს", - განუცხადა ჯამალაშვილმა "რუსთავი 2"-ს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ